loader

"რას მოელით ევროკავშრისგან, რაზე უნდა ვისაუბროთ? მოელით, რომ ევროკავშირის სერიოზული წამრომადგენლები ისაუბრებენ "დიფსთეითის" განსაზღვრებაზე? მოელით, რომ ჩვენ ომის პარტიაზე ვისაუბრებთ?" - საქართველოში ევროკავშირის ელჩი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რას მოელით ევროკავშრისგან, რაზე უნდა ვისაუბროთ? მოელით, რომ ევროკავშირის სერიოზული წამრომადგენლები ისაუბრებენ "დიფსთეითის" განსაზღვრებაზე? მოელით, რომ ჩვენ ომის პარტიაზე ვისაუბრებთ?" - საქართველოში ევროკავშირის ელჩი

"მოელით, რომ ევროკავშირი თქვენთან "დიფსთეითისა" და გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრებს?" - ამ კითხვით მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკიმ "ოცნების" ხელისუფლებას, რომელიც ევროკავშირთან დიალოგს ითხოვს.

ევროკომისიაში გაკეთებული მძიმე შეფასებების შემდეგ, თბილისში ევროპელმა დიპლომატმა თქვა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მმართველ პარტიასთან დიალოგის რესუსრი სრულად ამოწურა.

ევროკავშირი ეფუძნება დიალოგს, დიალოგი არის ჩვენი დნმ-ის ნაწილი. ჩვენ ვახორციელებთ კომპრომისებს ამ დიალოგისთვის.

"ბატონი ირაკლი კობახიძის ევრონიუსთან ინტერვიუს მოსმენის დროს, მე ვიგრძენი, რომ ეს იყო პოზიტიური, ის ახსენებდა დიალოგსა და დიალოგს. როგორც ევროკავშირის წევრები, ჩვენ ამას მხარს ვჭერთ. პრობლემა არის ის, რომ გასული წლის განმავლობაში მმართველი პარტიამ ეს დიალოგი სრულად ამოწურა. არის უკუსვლა დემოკრატიის მიმართულები. არის წნეხი სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე. არის მუქარა ოპოზიციის აკრძალვის. არის გაშავების და საწინაააღმდეგო აგიტაცია ევროკავსირის წინააღმდეგ. რას მოელით ევროკავშრისგან, რაზე უნდა ვისაუბროთ? თქვენ მოელით, რომ ევროკავშირის სერიოზული წამრომადგენლები ისაუბრებენ "დიფსთეითის" განსაზღვრებაზე? მართლა მოელით, რომ ჩვენ ომის პარტიაზე ვისაუბრებთ?- განაცხადა ჰერჩინსკიმ. ელჩმა ასევე კომენტარი გააკეთა "ოცნების" მცდელობაზე, აკრძალოს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიები.

მცდელობა, რომ აიკრძალოს ოპოზიციური პარტიები, ეს გადაწყვეტილება იქნება უპრეცედენტო ევროსაბჭოს ისტორიაში", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.