loader

"ეს თქვენ უსურვებდით ყველას დაწვას და სიკვდილს და რომ ჯანმრთელად და უვნებლად ხართ, ისევ ჩვენი დამსახურებაა" - რას წერს ნინო ნადირაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს თქვენ უსურვებდით ყველას დაწვას და სიკვდილს და რომ ჯანმრთელად და უვნებლად ხართ, ისევ ჩვენი დამსახურებაა" - რას წერს ნინო ნადირაძე?

"ეს თქვენ უსურ­ვებ­დით ყვე­ლას დაწ­ვას და სიკ­ვდილს და რომ ჯან­მრთე­ლად და უვ­ნებ­ლად ხართ, ისევ ჩვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა და არა თქვე­ნი", - ამის შე­სა­ხებ კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ნინო ნა­დი­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"კად­რებს ვუ­ყუ­რებ, ერთი ცე­ცხლმაქ­რი არ კი­დია მთელს ოფის­ში [ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას ოფი­სი, სა­დაც ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, - რედ.], არც ევა­კუ­ა­ცი­ის გეგ­მა და­მი­ნა­ხავს გაკ­რუ­ლი (ან ვერ და­ვი­ნა­ხე), თა­ნამ­შრომ­ლებს არა­ფე­რი ეტყო­ბო­დათ ელე­მენ­ტა­რუ­ლი ტრე­ნინ­გის გავ­ლის ეს თქვენ არ გა­დარ­დებთ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე და ცო­ცხლად დაწ­ვა, პი­ტარ­დე­ბის ადა­მი­ა­ნებ­ზე და­მიზ­ნე­ბუ­ლი სრო­ლა, რო­დე­საც აა­ლე­ბულ რუს­თა­ველ­ზე ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის და­ნახ­ვა გი­ხა­რო­დათ და ყი­ჟი­ნით აშუ­ქებ­დით ეს თქვენ უსურ­ვებ­დით ყვე­ლას დაწ­ვას და სიკ­ვდილს და რომ ჯან­მრთე­ლად და უვ­ნებ­ლად ხართ, ისევ ჩვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა და არა თქვე­ნი", - წერს ნა­დი­რა­ძე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე ის ტე­ლე­კომ­პა­ნია ფორ­მუ­ლას ოფის­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა - "ფორ­მუ­ლამ ჩემი ცნო­ბი­ლი და­ჭყე­ტი­ლი ფოტო გა­მო­დო და ეგ­რე­ვე თვა­ლი ეცა, აალ­დნენ". ნა­დი­რა­ძის ამ პოსტს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

ცნო­ბის­თვის, დღეს, 4 ნო­ემ­ბერს, ბიზ­ნეს­ცენ­ტრ "დე­ლის­ში", სა­დაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" ოფი­სი მდე­ბა­რე­ობს, ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. ამ დრო­ის­თვის ხან­ძა­რი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. ხან­ძრის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.