მეტროსადგური "სარაჯიშვილი" დროებით აჩერებს მგზავრთა მომსახურებას - თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს
მეტროსადგური "სარაჯიშვილი" დროებით აჩერებს მგზავრთა მომსახურებას. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, მგზავრთა მომსახურების შეჩერება ესკალატორზე შექმნილ ტექნიკური ხარვეზს უკავშირდება.
"მეტროსადგური "სარაჯიშვილი" ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, მცირე ხნით ვერ მოემსახურება მგზავრებს.
დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახური მუშაობს. სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომსახურებას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!?" - ნათქვამია ინფორმაციაში.