loader

"იცით, რომ ევროპაში არიან ლიდერები, რომლებსაც თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ" - რა უპასუხა ირაკლი კობახიძემ Euronews-ის ჟურნალისტის შეკითხვას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იცით, რომ ევროპაში არიან ლიდერები, რომლებსაც თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ" - რა უპასუხა ირაკლი კობახიძემ Euronews-ის ჟურნალისტის შეკითხვას?

"თქვენ იცით, რომ ევროპაში არიან სახელმწიფო ლიდერები, რომლებსაც თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ და ამბობენ: ეს არის ადამიანი, რომლის სიახლოვეს ყოფნაც არ გვსურს, რადგან საერთო ღირებულებები არ გვაქვს", - ამ კითხივთ მიმართა Euronews-ის ჟურნალისტმა მარია ტადეომ პრემიერ - მინისტრ ირაკლი კობახიძეს ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე.

„მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული“, - უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ევრონიუსის“ ორგანიზებით გაიმართა.