"შვილი არა, სამწუხაროდ, შვილები დავკარგე, ერთად არიან დაკრძალულები" - ამირან გამყრელიძე ოჯახში დატრიალებულ უმძიმეს ტრაგედიაზე
"შვილი არა, შვილები დავკარგე სამწუხაროდ - ორნიმ ანუ შვილი და მისი საცოლე", - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივ პროექტ - "სახალხო ინტერვიუში" თქვა და გაიხსენა წლების წინ, მის ოჯახში დატრიალებული უდიდესი ტრაგედია - 20 წლის შვილისა და მისი საცოლის ტრაგიკული დაღუპვის ამბავი.