loader

"დღეს ზღვა ხალხი მოდიოდა, მთელი გზა ჰქონდათ გადაკეტილი. დათალხულები, ყველა ტიროდა - ქიზიყელმა მოძველბიჭო ელემენტმა მოკლა" - რას წერს ქეთი მოლაშვილი 24 წლის ბიჭზე, რომელიც ძმის ქორწილში მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს ზღვა ხალხი მოდიოდა, მთელი გზა ჰქონდათ გადაკეტილი. დათალხულები, ყველა ტიროდა - ქიზიყელმა მოძველბიჭო ელემენტმა მოკლა" - რას წერს ქეთი მოლაშვილი 24 წლის ბიჭზე, რომელიც ძმის ქორწილში მოკლეს

დღეს წნორელებმა 24 წლის გურამ ბოიკო, უკანასკნელ გზაზე გააცილეს - როცა წნორი და ქიზიყი, როცა მთელი საქართველო გლოვობს, ბოლო-ბოლო კონცერტი მაინც გააუქმე, ღირსებისა და ხალხის პატივისცემის ამბავია, განა არ იმსახურებს შენი ხალხი, ამ ელემენტარულ პატივისცემას? - წერს აქტივისტი ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში.

"დღეს წნორელებმა გურამ ბოიკო, უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ცოდნის კაფეში ვიყავი, გავიხედე და ზღვა ხალხი მოდიოდა, მთელი გზა ჰქონდათ გადაკეტილი. დათალხულები, სულ ახალგაზრდა ბიჭები და გოგოებიდა ყველა ტიროდა, ბიჭები ისე ტიროდნენ, გული მოგიკვდებოდა და უწყვეტ ნაკადად მოჰყვებოდნენ მანქანები. და გურამს ისე მშვიდი სახე ჰქონდა, თითქოს ეძინაო.

მე სულ მეშინია გარდაცვლილი ადამიანის ყურების, მაგრამ ხელით მიასვენებდნენ გურამს, ბოლო გზაზე აყურებინებდნენ მშობლიურ ქუჩებს, თვალს ქვემოთ,ნაიარევი ეტყობოდა, გაშველების იარა..ძმის ქორწილში რომ მოკლეს, იმ ქორწილში რომ მოკლეს, სადაც სიძეს აუშარდა მოძველბიჭო ელემენტი, ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოსული, ქურდი ვარ, ქურდი ვარო რომ იძახდაოდა სიძეს რომ აუშარდა საკუთარ ქორწილში, ძმამ რომ მიიღო დარტყმა საკუთარ თავზე, გავაშველებოდა რომ მოკლეს,იმ ბიჭს მიასვენებდა მთელი წნორი.

24 წლის რომ მოკლეს,სამედიცინოზე რომ სწავლობდა, ყველა რომ იძახის, უწყნარესი, უკარგესი ადამიანი იყოო და ერთს რომ ვერ იპოვი, აუგი ეთქვა ამ ბიჭზე და ამავე, ქიზიყელმა მოძველბიჭო ელემენტმა რომ მოკლა...ქურდული ცხოვრების მიმდევარმა ტიპმა რომ მოკლა ამ ქვეყნის მომავალი...

გეგონება ჩვენი ქვეყნის ბედი აირეკლაო პატარა წნორში, ეს ქურდები და კაი ბიჭები რომ გააბლატავესდა ქვეყნის მომავალს რომ კლავენ..ისე მძიმე კადრი იყოამდენი შავად შემოსილი წნორის გოგო-ბიჭობა,ჯერ სულ პატარები,ტირილით რომ მიუყვებოდნენ გურამს და ის ისე საშინლად ლამაზი იყო სასახლეშიც კი,ღმერთო რა ცოდო იყო...უბედურება იყო მისი მიწაში ჩადება...

ქიზიყი კი არა,მთელი საქართველო გლოვობს გურამს..ვუსამძიმრებ მთელს ოჯახს,წნორსა და საქართველოს..ვწუხვარ,ძალიან ვწუხვარ თან..გაბრაზებით არ ვიტყვი,უბრალოდ მენანება იცით რა?19 ოქტომბერს, საგარეჯოში, 22 წლის გოგოს ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, ქუჩის ბიჭების კონცერტი რომ გადაიდო გახსოვთ ხომ? მთელი საგარეჯო გლოვობს ახალგაზრდა გოგოს და რა გეკონცერტებათო..ხალხმა რომ გადაადებინა...

ჰოდა 24 წლის გურის, მთელი სიღნაღი კი არა, მთელი საქართველო გლოვობდადა დაუშვათ და "სიღნაღობას" ვერ გადადებდნენ, დავიჯერო ანრი ჯოხაძეს კონცერტი და ტაშფანდურაც აუცილებელი იყო? დავიჯერო, გლოვა არ არსებობს? წნორში გოგო-ბიჭები დაითალხნენ, მიწაში ჩადეს 24 წლის ბიჭიდა იმ საღამოს, გურამის საფლავიდან 5 კილომეტრში, კონცერტები რომ არ გამართულიყო, არ შეიძლებოდა?

უბრალოდ მითხარით, სად დავკარგეთ ემპათია, სოლიდარობა, ჭირში თანადგომადა ღირსება?ღირსება სად დავკარგეთ,რომ 24 წლის ბიჭი ჩავდეთ ქიზიყელებმა მიწაშიდა იმავე საღამოს, ტაშფანდურა მოგვიწყეს...

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს,მე არ ვიცნობდი,იმდენი ადამიანი მიაცილებდა, ჩემთვის ძვირფასი წნორელებიდა ისე ტიროდნენ, მჯერა კარგი ადამიანი დავკარგეთ, უბრალოდ არ შემეძლო ისიც არ მეთქვა,რომ როცა წნორი და ქიზიყი,როცა მთელი საქართველო გლოვობს, ბოლო-ბოლო კონცერტი მაინც გააუქმე, ღირსებისა და ხალხის პატივისცემის ამბავია, განა არ იმსახურებს შენი ხალხი, ამ ელემენტარულ პატივისცემას? თუ მართალი არ ვარ, მითხარით რავი", - წერს მოლაშვილი.

24 წლის გურამ ბოიკო "ლისი მერესთან" ძმის ქორწილში მოკლეს.