loader

“აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა“ - ეპისკოპოსი გიორგი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა“ - ეპისკოპოსი გიორგი მიმართვას ავრცელებს

“აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბის, ვა­ლე­ბი­სა და ტრა­გე­დი­ის წყა­როდ იქ­ცე­ვა. ჩემი ღრმა შეშ­ფო­თე­ბაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ამ სფე­როს გა­ფარ­თო­ე­ბამ და ხელ­შე­წყო­ბამ შე­საძ­ლოა, კი­დევ უფრო გა­ამ­ძაფ­როს ეს უბე­დუ­რე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპის­კო­პო­სი გი­ორ­გი ჯამ­დე­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მე­უ­ფე გი­ორ­გის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ის მო­ვა­ლე­ო­ბაა, და­იც­ვას ადა­მი­ა­ნი და არ შე­უ­წყოს ხელი მის მან­კი­ერ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს.“მე რო­გორც ეპის­კო­პო­სი, ვხე­დავ დიდ ბო­რო­ტე­ბას, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს სუ­ლი­ე­რად და მენ­ტა­ლუ­რად ანად­გუ­რებს, ოჯა­ხებს ან­გრევს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აგ­დებს. აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი ბევ­რის­თვის იმე­დის ნაც­ვლად სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბის, ვა­ლე­ბი­სა და ტრა­გე­დი­ის წყა­როდ იქ­ცე­ვა.

ჩემი ღრმა შეშ­ფო­თე­ბაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ამ სფე­როს გა­ფარ­თო­ე­ბამ და ხელ­შე­წყო­ბამ შე­საძ­ლოა კი­დევ უფრო გა­ამ­ძაფ­როს ეს უბე­დუ­რე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ის მო­ვა­ლე­ო­ბაა, და­იც­ვას ადა­მი­ა­ნი და არ შე­უ­წყოს ხელი მის მან­კი­ერ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს, რა­საც შე­დე­გად მოყ­ვე­ბა და­ღუპ­ვა.

ჩვენ გვჭირ­დე­ბა არა აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არა­მედ ჯან­მრთე­ლი ოჯა­ხე­ბი, და­ცუ­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა და ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა. ეს არის არა მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი, არა­მედ ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი და ზნე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც.

“რაი სარ­გე­ბელ ეყოს კაც­სა, უკუ­ე­თუ სო­ფე­ლი ყო­ვე­ლი შე­ი­ძი­ნოს და სული თჳსი იზღვი­ოს” (მათე. 16.26.) გი­ორ­გი ეპის­კო­პო­სი მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის“, - წერს ეპის­კო­პო­სი გი­ორ­გი ჯამ­დე­ლი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტმა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლა და მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი, რომ­ლის ამოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო აზარ­ტუ­ლი ტურ­ნი­რე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა.