loader

"ძა­ლი­ან ვთხოვ მთავ­რო­ბას" - პატიმარ ძმები ფეიქრიშვილების დედა მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძა­ლი­ან ვთხოვ მთავ­რო­ბას" - პატიმარ ძმები ფეიქრიშვილების დედა მიმართვას ავრცელებს

პა­ტი­მარ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლის დედა მო­ი­თხოვს, რომ მისი შვი­ლის, და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლის ცე­მის ფაქ­ტზე ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს. ასე­ვე, მო­ი­თხოვს, რომ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ ცი­ხის უფ­რო­სი, რა­მაზ ფირ­ცხა­ლა­ვა და პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, გი­ორ­გი პა­ტა­რი­ძე. ამის შე­სა­ხებ პა­ტი­მარ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლის დე­დამ, ნინო აბ­რა­მიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე შეს­ვლამ­დე გა­ნუ­ცხა­და.

ნინო აბ­რა­მიშ­ვი­ლის თქმით, ის მი­მარ­თავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ უპა­სუ­ხონ მის კი­თხვას, ვინ სცე­მა მისი შვი­ლი."ჩემი მო­თხოვ­ნა ის არის, რომ პირ­ველ რიგ­ში, კარ­გად გა­ი­თა­ვი­სოს მთავ­რო­ბამ, რა მოხ­და ცი­ხე­ში, რა მო­უ­ვი­და ჩვენს ოჯახს, მე მგო­ნი, ეს არ აქვთ გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი იმი­ტომ, რომ არც ერ­თმა პირ­მა, ვი­საც ეკუთ­ვნის, არ­ცერ­თი სი­ტყვა არ თქვა. დღემ­დე თა­ვის ად­გილ­ზე რჩე­ბა ცი­ხის უფ­რო­სი. კა­ნო­ნით, როცა ასე­თი რა­ღაც ხდე­ბა ცი­ხე­ში, პირ­ველ რიგ­ში ხსნი­ან ცი­ხის უფ­როსს და მერე ცი­ხე­ე­ბის უფ­როსს. აქ, რა­ტომ­ღაც ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად მი­დის. ვი­მე­ო­რებ, რაც ხდე­ბო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს, როცა ახა­ლა­ია, მე­გის ქარ­და­ვა, „მუხა“, „კი­ლე­რა“ და ა.შ. სჩა­დი­ოდ­ნენ ასეთ სას­ტიკ და­ნა­შა­ულს, ახლა ხდე­ბა ის, რომ სა­თა­ვე­ში დგას ცი­ხე­ე­ბის უფ­რო­სი ფირ­ცხა­ლა­ვა, თვი­თონ ცი­ხის უფ­რო­სი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს ამ სა­ზა­რელ ცე­მა­ში.

ვი­თხოვთ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლას 143-ე მუხ­ლით, ეს არის ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბა. ეს მო­ძა­ლა­დე­ე­ბი ყვე­ლა უნდა იყ­ვნენ და­ჭე­რი­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ნინო აბ­რა­მიშ­ვილ­მა.მი­სი­ვე თქმით, მისი შვი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ „სპექ­ტაკ­ლი და­იდ­გა“.

"ეს წა­მე­ბა და სპექ­ტაკ­ლის დად­გმა და­ი­წყო 22 სექ­ტემ­ბერს. 23 სექ­ტემ­ბერს როცა, სუს-ის რო­მე­ლი­ღა­ცა თა­ნამ­შრო­მელ­მა, რო­მელ­საც აქვს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, და­რე­კა ორ­გა­ნო­ებ­ში უბ­რძა­ნა, რომ ჩემი შვი­ლე­ბი და­ე­ჭი­რათ. ჩემი შვი­ლე­ბი ტე­რო­რის­ტე­ბი არ იყ­ვნენ. ეს დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი აქე­დან და­ი­წყო. შემ­დეგ უკვე მოხ­და მუხ­ლის დამ­ძი­მე­ბა, შემ­დეგ ვატო ყი­ფი­ა­ნის და მისი „შა­ი­კის" გა­მო­ჩე­ნა. ამი­ტომ, მე ძა­ლი­ან ვთხოვ მთავ­რო­ბას - ეს არის პრე­ცე­დენ­ტი, რო­მელ­საც თქვენ ვერ და­ფა­რავთ. რო­გორც იტყვი­ან, ეს უკვე აგორ­და და არ გა­ჩერ­დე­ბა. მო­გი­წო­დებთ, დრო­უ­ლად მო­იხ­სნას და და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი იყოს ყვე­ლა ის პირი, [ვინც სა­ჭი­როა] და ჯგუ­ფუ­რად მი­ეც­ნენ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. მთელ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ უნდა ვნა­ხოთ, რო­გორ და­ი­ჭერთ და დას­ჯით მათ. ის, რომ გან­ცხა­დე­ბა და­წე­როს და წა­ვი­დეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, არ გა­მო­ვა. ეს არის სა­ხელ­მწი­ფო და­ნა­შა­უ­ლი და ამი­ტომ, სა­მა­გა­ლი­თოდ დას­ჯას ვი­თხოვ. ამას ვი­თხოვ იმი­ტომ კი არა, რომ ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან, არა, არა­მედ იმი­ტომ, რომ უნდა იყოს და­ცუ­ლი ყვე­ლა დედა და პა­ტი­მა­რი. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, რომ პა­ტი­მარს, რო­გორც პი­რუ­ტყვს ისე მო­ექ­ცეს. მე ამის უფ­ლე­ბას არ მოგ­ცემთ და თქვენ­გან ველი პა­სუხს. მე ვარ ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე და თქვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ხართ პა­სუ­ხი გამ­ცეთ, ვინ სცე­მა ჩემი შვი­ლი?! ის არ გავ­გზავ­ნე მე პურ­ზე და ბა­ზარ­ში. ის თქვენ­თან იყო, თქვენ და­ი­ჭი­რეთ და თქვენ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოხ­ვდა. თქვენ უნდა აგოთ პა­სუ­ხი.

ის მთავ­რო­ბა იმი­ტომ გა­ვა­ცი­ლეთ, რომ მან ცი­ხე­ებ­ში ჩა­ი­დი­ნა ასე­თი რა­ღაც და ჩვენ, ახლა, ვე­ღარ ვა­პა­ტი­ებთ ვე­რა­ვის. ჩვენ შვი­ლებს რომ ეძა­ხით ხმა­მაღ­ლა კრი­მი­ნალს, რა­ტომ არ უნდა და­უ­ძა­ხოთ ეს იმა­ვე ცი­ხის უფ­როსს, ფირ­ცხა­ლა­ვას, რა­ტომ არ არის პა­ტა­რი­ძე კრი­მი­ნა­ლი, რი­თია გან­სხვა­ვე­ბა. მას სამ­ხრე­ე­ბი აქვს, მეტი მო­თხოვ­ნა აქვს. თქვენ მფარ­ვე­ლობთ, გა­მო­იღ­ვი­ძეთ, ეს საქ­მე ყვე­ლას­თვის ცუ­დად დამ­თავ­რდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნინო აბ­რა­მიშ­ვილ­მა.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე ნინო აბ­რა­მიშ­ვი­ლი, მის ყო­ფილ რძალ ანო ანა­ნი­აშ­ვილ­თან ერ­თად და­ი­ბა­რეს. ამ წუ­თებ­ში გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის კი­თხვებს ანო ანა­ნი­აშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს.