loader

ბელარუსი ქალი ამტკიცებს, რომ თბილისში რუსულად ლაპარაკის გამო კაცი თავს დაესხა, მამაკაცის თქმით, კი კონფლიქტი კოცნის წარუმატებელ მცდელობას მოჰყვა - თბილისის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ამბის დეტალები: რას ამბობენ შსს-ში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბელარუსი ქალი ამტკიცებს, რომ თბილისში რუსულად ლაპარაკის გამო კაცი თავს დაესხა, მამაკაცის თქმით, კი კონფლიქტი კოცნის წარუმატებელ მცდელობას მოჰყვა - თბილისის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ამბის დეტალები: რას ამბობენ შსს-ში?

რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ტე­ლეგ­რამ-არხი SHOT-ის მტკი­ცე­ბით, ბე­ლა­რუს ტუ­რისტს რუ­სუ­ლად სა­უბ­რის გამო, თბი­ლი­სის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე თავს და­ესხნენ, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ა­ში მიყ­ვა­ნილ­მა მა­მა­კაც­მა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბა მის­ცა - მისი თქმით, და­პი­რის­პი­რე­ბა მას შემ­დეგ მოხ­და, რაც ქალ­მა გაც­ნო­ბა­ზე უხე­შად უთხრა უარი.

ტუ­რის­ტი ალექ­სან­დრა ფიტ­ნეს მწვრთნე­ლად მუ­შა­ობს, მისი თქმით, ის მე­გო­ბარ­თან ერ­თად რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და მას შემ­დეგ, რაც მათი სა­უ­ბა­რი რუ­სულ ენა­ზე გა­ი­გო, მას მო­უ­ლოდ­ნე­ლად ეცა და სა­ხე­ში ხელი გა­არ­ტყა.

ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ალექ­სან­დრა პო­ლი­ცი­ა­ში მი­ვი­და, ასე­ვე, გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­იყ­ვა­ნეს მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მან თავ­დამ­სხმე­ლად ამო­იც­ნო.

Telegram არ­ხის ცნო­ბით, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მა­მა­კაც­მა ყვი­რი­ლი და­ი­წყო და და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხო­ვა, რომ კონ­ფლიქ­ტი ენას არ შე­ე­ხე­ბო­და, არა­მედ კოც­ნის წა­რუ­მა­ტე­ბელ მცდე­ლო­ბას. უა­რის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა ალექ­სან­დრას სცე­მა.

ალექ­სან­დრამ კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო ეს სცე­ნა­რი. ის ამ­ტკი­ცებს, რომ უც­ნობს მის­თვის კოც­ნა არ უც­დია. განაგრძეთ კითხვა...