loader

"სიმონიანისთვის გინების გამო 3 ათასი ლარით დამაჯარიმეს" - რას წერს თორნიკე რაზმაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიმონიანისთვის გინების გამო 3 ათასი ლარით დამაჯარიმეს" - რას წერს თორნიკე რაზმაძე?

სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე რაზმაძე 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.

„სიმონიანისთვის გინების გამო 3 ათასი ლარით დამაჯარიმეს. არაფერი უცნაური, არაფერი მოულოდნელი“, - წერს სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარის გამო დაიწყო.

შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს განმარტებით, სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.

თავად თორნიკე რაზმაძე აცხადებს, რომ შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სალავიოვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო.