ემოციური კადრები ილია სულამანიძის ქორწილიდან, სადაც პატარძლის გარდაცვლილი მშობლების პატივსაცემად ორი სკამი დადგეს - "კარგი დედამთილი კი არა, დედა ვიქნები"
ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ და მოცურავე თაკო მეგრელიძემ იქორწინეს. წყვილის ქორწილის მხიარულებას ემოციური მომენტებიც ახლდა - პატარძლის გარდაცვლილი მშობლებისთვის დარბაზში ორი სკამი გამოყვეს, ილიას დედამ კი რძალს საჯაროდ აღუთქვა, რომ მისთვის მხოლოდ დედამთილი არ იქნებოდა. აღნიშნული დეტალების შესახებ სიუჟეტი "რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა.