ვრცელდება პირველი კადრები ფოთიდან, სადაც მამაკაცმა ცოლი მოკლა
ფოთში 50 წლამდე მამაკაცმა საკუთარი ცოლი მოკლა. საზარელი დანაშაული გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, იქამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ კაცმა 112-ში დღეს დილით თავად დარეკა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო.
ავტორი: მაიკო ძაგანია