ემოციური კადრები: გიორგი ნემსაძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს - საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი გიორგი ნემსაძე სამების საკათედრო ტაძრიდან ტაშის ფონზე კოლეგებმა და ქართული ფეხბურთის წარმომადგენლებმა გამოასვენეს. ის თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს.
გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ესწრებოდნენ ალექსანდრე ჩივაძე, კახი ცხადაძე, კახა კალაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ძმები არველაძეები, ზურა ხიზანიშვილი და სხვა ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები.

გიორგი ნემსაძე მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გიორგი ნემსაძე ბოლო პერიოდში საქართველოს 18-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.
1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“, 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“, 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“, ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“, თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი.
ასევე იხილეთ: ემოციური კადრები - გიორგი ნემსაძე სამების საკათედრო ტაძრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს