loader

საფრანგეთის ქალაქ ორლეანში მარინ ლე პენის პარტიის ყრილობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფრანგეთის ქალაქ ორლეანში მარინ ლე პენის პარტიის ყრილობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საფრანგეთის ქალაქ ორლეანში მარინ ლე პენის პარტიის ყრილობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

ქალაქ ორლეანში, სადაც ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ყრილობა მიმდინარეობს, საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

დემონსტრანტები ანტიფაშისტურ ლოზუნგებს სკანდირებენ, პარტიის ლიდერის მარინ ლე პენის დაკავებას, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვენ.

პოლიციის მონაცემებით, ორლეანში ლე პენის წინააღმდეგ მსვლელობაში მონაწილეობას 11 000 ადამიანი იღებს.