"ჩემი ახლობელი ახალ თაღლითურ სქემაში გაეხვა - ვითომ ბანკის თანამშრომელმა დაურეკა..." - რას წერს ნინია კაკაბაძე?
"ჩემი ახლობელი გაეხვა ახალ თაღლითურ სქემაში. ვითომ ბანკის თანამშრომელმა დაურეკა, სესხი გაქვს დამტკიცებული და ვამოწმებთ ხომ ნამდვილად შენ ხარო. საბოლოოდ მართლა ააღებინეს ეს სესხი" - ამის შესახებ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
ნინია კაკაბაძის თქმით, მის ახლობელს თანხა შემდეგ ვითომ ბანკში, სინამდვილეში კი რომელიღაც სკამერის ანგარიშზე გადაარიცხინეს.
"2 დღის წინ ჩემი ახლობელი გაეხვა ახალ თაღლითურ სქემაში. ვითომ ბანკის თანამშრომელმა დაურეკა, სესხი გაქვს დამტკიცებული და ვამოწმებთ ხომ ნამდვილად შენ ხარო. ისე გააბრუეს ლაპარაკით, 3 საათი ტელეფონი ხელში მეჭირაო. საბოლოოდ მართლა ააღებინეს ეს სესხი და შემდეგ ვითომ ბანკში, სინამდვილეში კი რომელიღაც სკამერის ანგარიშზე გადაარიცხინეს.
ჩვენს ქვეყანაში იმდენად წახალისებულია "ქოლ-ცენტრები", ისე მრავლდებიან ეს ცენტრები ყოველდღიურად, რომ ცოტა ხანში უკვე დარეკვაც არ დასჭირდებათ ისე გაგვძარცვავენ. უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც კორუფცია და ქურდობა ყვავის, სისტემა კი ყარს!" - წერს ნინია კაკაბაძე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა" თაღლითობის ახალი სქემის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ორგანიზაციის ცნობით, თაღლითები მოქალაქეებს ბანკის წარმომადგენლის სახელით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მათი სახელით უცნობი პირი სესხის აღებას ცდილობს.
ასევე იხილეთ: "საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს ითვისებენ" - გაფრთხილება ახალი თაღლითური სქემის შესახებ