loader

სროლა პარიზთან - დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სროლა პარიზთან - დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი

პა­რი­ზის და­სავ­ლე­თით, ივე­ლი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტში მომ­ხდა­რი სრო­ლის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ოთხი კი და­შავ­და, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი საფ­რან­გე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრზე, სე­ბას­ტი­ან ლე­კორ­ნუ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია.

ივე­ლი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის ქა­ლაქ ტრა­პის მერ­მა ალი რა­ბემ მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ მა­მა­კაც­მა ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ცე­ცხლი გახ­სნა და "რო­გორც ჩან­და, გა­ნურ­ჩევ­ლად ის­რო­და და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­სობ­რი­ვი ხოც­ვა-ჟლე­ტის მო­წყო­ბას აპი­რებ­და“. მისი თქმით, და­შა­ვე­ბულ­თა შო­რი­საა 12 წლის მო­ზარ­დიც.

ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, თუ რა მო­ტი­ვი ჰქონ­და ეჭ­ვმი­ტა­ნილს.

"ეროვ­ნუ­ლი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა აცხა­დებს, რომ ვი­თა­რე­ბას აკ­ვირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ლე­კორ­ნუმ.