loader

ხელჩართული ჩხუბი RAF-ის პრესკონფერენციაზე: არმან ცარუკიანი დილონ დენისს დაუპირისპირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელჩართული ჩხუბი RAF-ის პრესკონფერენციაზე: არმან ცარუკიანი დილონ დენისს დაუპირისპირდა

RAF 14-ის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე UFC-ის მსუ­ბუ­ქი წო­ნის ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა მებ­რძოლ­მა, არ­მან ცა­რუ­კი­ან­მა, მე­ტო­ქე დი­ლონ დე­ნის­ზე თავ­დას­ხმა სცა­და. ეს მას შემ­დეგ მოხ­და, რაც დი­ლონ დე­ნის­მა არ­მან ცა­რუ­კი­ა­ნის თა­ნა­გუნ­დელ­სა და მე­გო­ბარს, ხამ­ზატ ჩი­მა­ევს დას­ცი­ნა.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მებ­რძო­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რად უპი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ვი­თა­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც დე­ნის­მა მა­ი­სუ­რი აჩ­ვე­ნა, რო­მელ­ზეც ჩი­მა­ე­ვის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა იყო შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი წარ­წე­რით.

"წე­რია, რომ ხამ­ზა­ტი ჩემი ნა­შაა“, - უპა­სუ­ხა დე­ნის­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლებ­მაც ჰკი­თხეს, თუ რა წარ­წე­რა ჰქონ­და მა­ი­სურს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩი­მა­ე­ვი წვე­რის გა­რე­შე იყო გა­მო­სა­ხუ­ლი.ამ სი­ტყვე­ბის შემ­დეგ ცა­რუ­კი­ა­ნი ად­გი­ლი­დან წა­მოდ­გა და დე­ნი­სის­კენ გა­იქ­ცა, მის­თვის დარ­ტყმას ცდი­ლობ­და. სი­ტუ­ა­ცია მა­ლე­ვე მას­შტა­ბურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და - სცე­ნა­ზე ათო­ბით ადა­მი­ა­ნი ავი­და. მათ შო­რის იყ­ვნენ რო­გორც მებ­რძო­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, ისე უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც და­პი­რის­პი­რე­ბის შე­ჩე­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

ჩხუ­ბის დროს სცე­ნა კი­ნა­ღამ და­ინ­გრა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ვი­თა­რე­ბის კონ­ტრო­ლი მხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ შეძ­ლეს. და­პი­რის­პი­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სცე­ნა გა­თა­ვი­სუფ­ლდა. განაგრძეთ კითხვა