ვრცელდება სათვალთვალო კამერით გადაღებული უმძიმესი კადრები, არის მსხვერპლი, ათობით ადამიანი დაშავდა - ძლიერ მიწისძვრას ტიბეტში ნგრევა მოჰყვა
ტიბეტში, ბაქენის ოლქში, ნაგჩუს რეგიონში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც, სულ მცირე, 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას BBC-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები გაგზავნა; დაშავებულია 54 ადამიანი.მიწისძვრის ეპიცენტრი ნაგჩუს რეგიონის ბაკენის ოლქში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, 300-ზე მეტი სახლი ჩამოინგრა, რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება დიდწილად შეწყდა.