loader

მიხეილ სააკაშვილი ძმებ ფეიქრიშვილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი ძმებ ფეიქრიშვილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“გაფრ­თხი­ლებ­დით მე ივა­ნიშ­ვი­ლი “ბესპრე­დელ­ში­კია“-მეთ­ქი და უმ­რავ­ლე­სო­ბას ეს გა­და­ჭარ­ბე­ბა ეგო­ნა - იხი­ლეთ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა “ბესპრე­დე­ლი“. ამით ყვე­ლას ეუბ­ნე­ბა - “ჯერ ცი­ხე­ში ჩაგ­სვამთ და მერე იქ იქ­ნე­ბით ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლიო” და ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია“,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე-3 პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გლ­და­ნის ცი­ხე­ში ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გე­ნელს, ბრალ­დე­ბულ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ ასე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ვატო ყი­ფი­ა­ნი კი­დევ ოთხი პირი.

მისი თქმით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ძმებ ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის წე­რი­ლე­ბი ცი­ხი­დან არ მო­ე­წო­ნა, ამი­ტომ ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის უახ­ლო­ეს სა­მე­გობ­როს უთხრა, რომ ეს ამ­ბა­ვი მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნათ.

“ჩემ­თვის უკვე დღე­სა­ვით ნა­თე­ლია თუ რა მოხ­და. ივა­ნიშ­ვილს არ მო­ე­წო­ნა ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის წე­რი­ლე­ბი ცი­ხი­დან. ბე­რას უახ­ლო­ეს სა­მე­გობ­როს, კაწ­როს და ყი­ფი­ანს უთხრეს, რო­გორც გინ­დათ ისე მო­აგ­ვა­რეთ ეს ამ­ბა­ვიო. ამა­თაც მიგ­ვიშ­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლებ­თან და მერე ჩვენ ვი­ცი­თო.

დად­გეს ვა­კის პარ­კის კა­ფე­ში ძა­ლი­ან ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სცე­ნა ვი­თომ ჩხუ­ბის. დად­გმუ­ლი რო­მაა კად­რებ­შიც კარ­გად ჩანს. მერე ესე­ნი ვი­თომ და­ი­ჭი­რეს, მი­უშ­ვეს ცი­ხე­ში და იქ სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ ივა­ნიშ­ვი­ლის გაბ­რა­ზე­ბულ ფე­იქ­რიშ­ვი­ლებს, რო­მელ­თა სა­კან­ში რა­ტომ­ღაც სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა არ აღ­მოჩ­ნდა, მა­შინ როცა ასე­თი კა­მე­რა აყე­ნია სის­ტე­მის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა სა­კან­ში, ამ ერ­თის გარ­და.

ხალ­ხო ხვდე­ბით მა­ინც, რა დღე­ში აღ­მოვ­ჩნდით?

გაფრ­თხი­ლებ­დით მე ივა­ნიშ­ვი­ლი “ბესპრე­დელ­ში­კია“-მეთ­ქი და უმ­რავ­ლე­სო­ბას ეს გა­და­ჭარ­ბე­ბა ეგო­ნა. ჰოდა იხი­ლეთ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა “ბესპრე­დე­ლი". ამით ყვე­ლას ეუბ­ნე­ბა - “ჯერ ცი­ხე­ში ჩაგ­სვამთ და მერე იქ იქ­ნე­ბით ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლიო“ და ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია, თუ ჩვენ თვი­თონ არ და­ვუს­ვით და­სას­რუ­ლი”,- წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, გლ­და­ნის მე-8 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ას­თან, ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის, და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა პა­ა­ტა გო­ი­აშ­ვილ­მა ისა­უბ­რა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კან­ში, რო­მელ­შიც ზის ბრალ­დე­ბუ­ლი და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლი, შე­ა­სახ­ლეს ასე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ვატო ყი­ფი­ა­ნი, ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი (იგი­ვე “კაწ­რო“) შოთა ყი­ფი­ა­ნი, კა­ჭა­რა­ვა და გო­ცი­რი­ძე და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს. შე­დე­გად ფე­იქ­რიშ­ვილ­მა სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, მათ შო­რის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი მი­ი­ღო. ად­ვო­კა­ტის თქმით, ისი­ნი ითხოვ­დნენ “მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე და­ყე­ნე­ბულ კოდს“. ასე­ვე ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილ­ზე ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ, “ძმის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად“ გოგა ფე­იქ­რიშ­ვილ­მა ვე­ნე­ბი გა­და­იჭ­რა, რო­მე­ლიც ასე­ვე გლ­და­ნის ცი­ხე­ში ზის, ოღონდ სხვა სა­კან­ში.

მე-8 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი და აღ­ნიშ­ნა, რომ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილ­ზე თა­ნა­მე­საკ­ნე­ე­ბის­გან არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

“ის გა­მო­იყ­ვა­ნეს ად­ვო­კატ­თან, რა დრო­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბით და­ტო­ვა ოთა­ხი, ჩა­ამ­ტვრია დე­რე­ფან­ში ფან­ჯრის მინა და თვით­და­ზი­ა­ნე­ბით იმუქ­რე­ბო­და“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს ბრალ­დე­ბუ­ლი. ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ვატო ყი­ფი­ა­ნიც. რო­გორც მისი ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, ვატო ყი­ფი­ა­ნი და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილ­თან სა­კან­ში შე­სახ­ლე­ბა­სა და კონ­ფლიქტს კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს. ყი­ფი­ა­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ ყვე­ლა­ფერს და­ად­გენს გა­მო­ძი­ე­ბა და გახ­დე­ბა ნა­თე­ლი.

პა­ტი­მარ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლომ და­ი­წყო.