loader

"ჩემი ნემსო, ბავშვად დარჩენილი დიდი ბიჭი...“ – ნათია ბანძელაძე გიორგი ნემსაძეს ემოციურად ემშვიდობება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი ნემსო, ბავშვად დარჩენილი დიდი ბიჭი...“ – ნათია ბანძელაძე გიორგი ნემსაძეს ემოციურად ემშვიდობება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ, გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს:

„ჩემი ნემსო... ბავშვად დარჩენილი დიდი ბიჭი, ტკბილი, თბილი, საოცარი... რამდენი მოგონება, რამხელა სიყვარული, რუსო არც ვიცი რა...ყველა მტკივა ვისაც ასე გვატკინა ჩვენმა ნემსომ... მშვიდობით მაგარო კაცო, ისევ, ისევ ისე გვიყვარხარ ნემსო“, – წერს ნათია ბანძელაძე.ცნობისთვის, გიორგი ნემსაძე ბოლო პერიოდში საქართველოს 18-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა. 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“, 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“, 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“, ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“, თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი