loader

"ვატო ყიფიანის დამოკიდებულებაა, რომ ყველაფერს დაადგენს გამოძიება და გახდება ნათელი" - ადვოკატსა და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, ვატო ყიფიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვატო ყიფიანის დამოკიდებულებაა, რომ ყველაფერს დაადგენს გამოძიება და გახდება ნათელი" - ადვოკატსა და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, ვატო ყიფიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პატიმარ ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყიფიანი კატეგორიულად უარყოფს დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას.

მარიკა ფხალაძის განცხადებით, ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ის ვატო ყიფიანს ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც ყიფიანმა უთხრა, რომ არანაირი კონფლიქტი და დაპირისპირება არ ყოფილა და მეტიც, ისინი ერთ საკანში არ იმყოფებიან.

„სატელეფონო საუბარი მქონდა. ის [ყიფიანი] კატეგორიულად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მასთან [ფეიქრიშვილთან] ერთად იჯდა, მასთან ერთად შეასახლეს საკანში და კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე კონფლიქტს და დაპირისპირებას.

ვატო ყიფიანის დამოკიდებულება არის ასეთი, რომ ყველაფერს დაადგენს გამოძიება და ყველაფერი გახდება ნათელი. ცალსახაა, რომ მას შეხება არ აქვს, მაგრამ იქ რა მოხდა და რატომ ხდება, ამაზე, ბუნებრივია, ამ ეტაპზე მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს“, - განუცხადა მარიკა ფხალაძემ “რადიო თავისუფლებას”.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კვლავ კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი პაატა გოგიაშვილი ადასტურებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, დავით ფეიქრიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა, ხოლო სხვა დაზიანებები მანამდე აღენიშნებოდა.