loader

"ხელახალი დაზიანებებით გადაიყვანეს, გადაჭრილი აქვს მარცხენა ხელის მტევანი და მარჯვენა ხელის თითის მოტეხილობა“ - ადვოკატის ინფორმაციით, პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კვლავ კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელახალი დაზიანებებით გადაიყვანეს, გადაჭრილი აქვს მარცხენა ხელის მტევანი და მარჯვენა ხელის თითის მოტეხილობა“ - ადვოკატის ინფორმაციით, პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კვლავ კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კვლავ კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი პაატა გოგიაშვილი ადასტურებს.

როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დავით ფეიქრიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა, ხოლო მანამდე კი აღენიშნებოდა სხვა დაზიანებებიც.

„თვითდაზიანებები მიიყენა, მანამდე დაზიანებები ჰქონდა მიღებული და გადაიყვანეს „ვივამედის“ კლინიკაში. ექიმთან ვისაუბრე, ექიმმა დაადასტურა, რომ „ვივამედის“ კლინიკაშია. ახლა უნდა მივიდე ვივამედში.

მარჯვენა ხელის მტევანი აქვს გადაჭრილი, მეორე ხელი აქვს მოტეხილი, ნეკნები აქვს დამტვრეული, სახის ძვლები აქვს დამტვრეული. [„ვივამედში“ გადაყვანისას] გონზე იყო“, - განაცხადა ადვოკატმა.

მანამდე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ, დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პენიტენციურმა სამსახურმა უარყო მანამდე ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა და განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

უფრო ადრე კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმარი, დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გაწერეს N18 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც ციხის სამკურნალო დაწესებულებაა.

ვიდეო: "ფორმულა"