"დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, "კაწრომ", შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ" - რას ამბობს ადვოკატი?
"დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ავთო ბილანიშვილმა ("კაწრო"), შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ" - ამის შესახებ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა განაცხადა.
მისივე თქმით, დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა.
ადვოკატი ამბობს, რომ დავით ფეიქრიშვილი წუხელ კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო, აღენიშნება ფიზიკური დაზიანებების კვალი, რომელიც მას მიადგა 16 ოქტომბრის შემდეგ. მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. 16 ოქტომბრის შემდეგ მასზე ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანებები.
ეს სამი პიროვნება იმის გულისთვის არიან დაჭერილები, რომ ძმები ფეიქრიშვილებისგან მიიღონ ინფორმაცია, ითხოვენ მობილურ ტელეფონზე დაყენებულ კოდს. გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, გუშინ ვენები გადაიჭრა, რადგან ძმის სიცოცხლე გადაერჩინა", - ამბობს ადვოკატი "ფორმულასთან"