"მღვდლების უმრავლესობა ამპარტავანია, აბა შენიშვნა მიეცი, რა დღეში ჩავარდება, ეს როგორ მაკადრეო, ასეთი მდგომარეობით რომელი მღვდელი ცხონდება? - არცერთი" - მეუფე იობი
დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ როგორც ერისკაცები. შეიძლება სასულიერო პირმა გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც. ასეთი მდგომარეობაა დღეს უკვე სასულიერო პირებში, სამწუხაროდ, - ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს სასულიერო პირების ნაწილი ცდილობს, რომ საზოგადოებას მოაწონოს თავი, „ფეისბუქში“ დებს ფოტოებს, ელოდება, ვინ რას იტყვის და მთელი ყურადღება ამაზე აქვს გადატანილი.