loader

"ამასაც მოვესწარი - ჩემ წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გაიმართება "პოსტის" გამო, რომელშიც შეურაცხყოფა მიმიყენებია თამარ ბაგრატიონისთვის" - ირინა სარიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამასაც მოვესწარი - ჩემ წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გაიმართება "პოსტის" გამო, რომელშიც შეურაცხყოფა მიმიყენებია თამარ ბაგრატიონისთვის" - ირინა სარიშვილი

"ჩამბარდა ოქმი, რომელშიც წერია რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება პროცესი ჩემ წინააღმდეგ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებული "პოსტის" გამო, რომელშიც შეურაცხყოფა მიმიყენებია თამარ ბაგრატიონისთვის" - ამის შესახებ ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ცნობით, სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას ან ჯარიმას.

"აი, ვინმეს რო ეთქვა 63 წლის ასაკში წვრილმანი ხულიგნობისთვის დაგიჭერენო, ხოდა ამასაც მოვესწარი: დღეს საქალაქო სასამართლოში ჩამბარდა ოქმი, რომელშიც წერია რომ შსს-ს ინიციატივით, ა. წ. 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სასამართლო პროცესი ჩემ წინააღმდეგ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებული "პოსტის" გამო, რომელშიც შეურაცხყოფა მიმიყენებია თამარ ბაგრატიონისთვის (მ.ყ.-ს მეუღლე) და ფბ მომხმარებელ ვინმე ავრორა ბებიასთვის, რითაც გამომიწვევია საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევა. სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას ან ჯარიმას ("პოსტის" და კომენტარის "სქრინს" კომენტარში დავდებ). არც ვიცი, რა ვთქვა" - წერს ირინა სარიშვილი.