"მაგარი ამბავი!" - მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"მაგარი ამბავი! "ქოცებისვე" ჩატარებულ ბოლო კვლევაში, პირველად 2012 წლის შემდეგ მე გავუტოლდი ივანიშვილ/კობახიძის ელექტორალურ რეიტინგს.
ორივეს დაგვიწერეს 35-36%. დანარჩენი ვერცერთი პარტია ვერ სცდება 3%-ს, რაც იმის შედეგია, რომ ოპოზიციამ ჩემი ოპონირება აირჩია მთავარ პრიორიტეტად, იმის მაგივრად, რომ დიქტატურას მწვავედ დაუპირისპირდეს. იქცა მეორად, second-hand ოპოზიციად და second-hand ვის რაში სჭირდება.
თან საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც კი უთხრა, რომ მათი "ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა." - წერს სააკაშვილი