loader

"მა, საბურთალოზე ვერ გამომჭრიან ყელს, ხომ თქვა, ვერაზე გამოჭრიანო - ბავშვს ვერსად ვერ ვუშვებ, რაც კენჭიაშვილმა საპატიმრო დატოვა" - რას ამბობს იმ არასრულწლოვნის მამა, რომლის შვილსაც "ტიკტოკერმა" შეურაცხყოფა მიაყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მა, საბურთალოზე ვერ გამომჭრიან ყელს, ხომ თქვა, ვერაზე გამოჭრიანო - ბავშვს ვერსად ვერ ვუშვებ, რაც კენჭიაშვილმა საპატიმრო დატოვა" - რას ამბობს იმ არასრულწლოვნის მამა, რომლის შვილსაც "ტიკტოკერმა" შეურაცხყოფა მიაყენა

ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა ტიკ-ტოკერი ზურაბ კენჭიაშვილი, იგივე „Mr. Zura“.

დაახლოებით 3 კვირის წინ სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.

"ტიკტოკერმა" საპატიმრო 16 ოქტომბერს დატოვა. სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურიობს.

ჩვენ იმ არასრულწლოვნის მამას ვესაუბრეთ, რომლის შვილსაც ზურა კენჭიაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა. მამა ამბობს, რომ რაც კენჭიაშვილმა საპატიმრო დატოვა მის შვილს სტრესში ცხოვრება უწევს.

ცნობისთვის, მოვლენები ვაკის პარკში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. თავად კენჭიაშვილი აცხადებდა, რომ ახალგაზრდებმა მას ფული მოსთხოვეს, რასაც პროვოკაცია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.