ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა - ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს:
„საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კინოპროდიუსერისა და მენეჯერის ოთარ ბუბაშვილის გარდაცვალების გამო.ოთარ ბუბაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კინოთეატრების ქსელს „კავეას“, “ამირანს“ და “რუსთაველს”, ასევე სტრიმინგ - პლატფორმა „კავეა პლუსს“.
იგი გახლდათ ქართული კინოს დიდი გულშემატკივარი, მოამაგე და ინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერი.მისი უდროო გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქართული კინემატოგრაფისა და კულტურის სფეროსთვის.საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.