loader

"გადაწყვეტილება მივიღეთ" - რა განაცხადა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადაწყვეტილება მივიღეთ" - რა განაცხადა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე?

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პოლიტსაბჭოს ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე შეუერთდებიან.

ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომების დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, მიიღეს პოლიტსაბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება.

„პარტიის წესდების თანახმად, გვაქვს პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაფართოების შესაძლებლობა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე“,- განაცხადა კობახიძემ.