12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
მლეთაში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ 25 ოქტომბერს დაანონსებული აქციის თარიღი შეიცვალა და აქცია 24 ოქტომბერს,17:00 საათზე ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაიმართება.