"ყველაფერი მართალია: ციხეში ანტისანიტარია და გაუსაძლისი პირობებია!" - 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან დაკავებული გიორგი ტალახაძე საპატიმროს დატოვების შემდეგ
ყველაფერი მართალია: ციხეში ანტისანიტარია და გაუსაძლისი პირობებია! ზოგი მწერის სახელი არ ვიცოდი და ახლა გავიგე მანდ რომ ვნახე, - ამის შესახებ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა გიორგი ტალახაძემ საპატიმრო დაწესებულების დატოვებისას განაცხადა.
როგორც გიორგი ტალახაძემ აღნიშნა, “ციხეში ყოფნა მარტივი არ არის“.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა რამდენიმე მსჯავრდებულმა საპატიმრო დატოვა.
ისინი გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ. მათ შორის არიან კახა კვაჭანტირაძე, გიორგი ტალახაძე და სხვები.
ვიდეო: "TV პირველი"