loader

სტიქია სტამბოლში - ცნობილი თურქი მსახიობი დემეთ ოზდემირი დატბორილ სტუდიის შენობაში ჩარჩა, მისი გამოყვანა მაშველებმა შეძლეს: მსახიობი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტიქია სტამბოლში - ცნობილი თურქი მსახიობი დემეთ ოზდემირი დატბორილ სტუდიის შენობაში ჩარჩა, მისი გამოყვანა მაშველებმა შეძლეს: მსახიობი მიმართვას ავრცელებს

თურქი მსახიობი დემეთ ოზდემირი სტამბოლში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ სტუდიაში თანამშრომლებთან ერთად აღმოჩნდა ჩარჩენილი. შემთხვევა სარიერის რაიონის აიაზაღას უბანში მოხდა, სადაც უხვმა ნალექმა შენობა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა.

თურქული მედიის ინფორმაციით, შენობაში წყლის დონემ მოიმატა და ელექტროენერგიაც გაითიშა. ადგილზე სამაშველო ოპერაციაში ჩაერთნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

დემეთ ოზდემირი დატბორილი ტერიტორიიდან ნავით გამოიყვანეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. შემთხვევის დროს სტუდიაში სხვა ადამიანებიც იმყოფებოდნენ, რომელთა ევაკუაციაც მაშველებმა უზრუნველყვეს.

ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

დემეთ ოზდემირი სტამბოლში ევაკუაციის შემდეგ მიმართვას ავრცელებს:

„დიდი მადლობა ყველას, განსაკუთრებით თურქეთის სანაპირო დაცვას, აკუთის ასოციაციას და ჟანდარმერიას, ყველას, ვინც ადგილზე მუშაობდა მთელი საღამოს განმავლობაში, ეკონტაქტებოდა და თავს უსაფრთხოდ გვაგრძნობინებდა.

სამუშაოები გრძელდება, ყველას ჯგუფ-ჯგუფად ევაკუაციას უწევენ და გააგრძელებენ კიდეც. იმედია, ამ უბედურებისგან არცერთი ადამიანი და არცერთი ცოცხალი არსება არ დაზარალდება,“ - წერს მსახიობი.