loader

ხმაური და დაპირისპირება სამეგრელოში - "ძებნაში მყოფი პირი, რომელიც მამა-შვილის დაჭრაშია ბრალდებული, მთელი ამ დროის განმავლობაში საკუთარ სახლში იმყოფებოდა და ამის ამსახველი ვიდეო კადრები თავად გადაიღეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური და დაპირისპირება სამეგრელოში - "ძებნაში მყოფი პირი, რომელიც მამა-შვილის დაჭრაშია ბრალდებული, მთელი ამ დროის განმავლობაში საკუთარ სახლში იმყოფებოდა და ამის ამსახველი ვიდეო კადრები თავად გადაიღეს"

ხმაური და დაპირისპირება სამეგრელოში - ძებილი კაცი, რომელიც ზუგდიდში მამა-შვილს სახლში შეუვარდა და ცეცხლი გაუხსნა, ამ დრომდე მიმალვაშია.

ცოტა ხნის წინ მის საცხოვრებელ სახლთან ხმაური იყო, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც დაზარალებულების ახლობლებს გზა ჩაუკეტა.

როგორც როგავას ოჯახის წევრები “პირველებს“ ეუბნებიან, ძებნაში მყოფი პირი, რომელიც მამა-შვილის დაჭრაშია ბრალდებული, მთელი ამ დროის განმავლობაში საკუთარ სახლში იმყოფებოდა და ამის ამსახველი ვიდეო კადრები თავად გადაიღეს.

მათი თქმით, უკვე რამდენჯერმე მიმართეს შსს-ს, მოუწოდებებდნენ დაეკავებინათ აღნიშნული პირი, რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა უწყებამ არაფერი მოიმოქმედა.

ისინი ვარაუდობენ, რომ მას ჰყავს მფარველი, რომელიც ხელს აფარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანი უკევ დაკავებული უნდა ყოფილიყო.

ზამი როგავა, რომელიც იარაღით და დანით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში იმყოფება, ამბობს რომ მის სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, მძიმე მამის მდგომარეობა, რომელიც ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

კაცი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ნახევარი წლის განმავლობაში ეძებდნენ, პოლიციას ისევ გაექცა. ძებნილი შერი, იგივე ვალეტრ როგავა 14 ოქტომბერს შეიარღებული გამოჩნდა სოფელ ალერტკარში. ის ცნობილი ტიკ-ტოკერის, ზამირ როგავას სახლში შეიჭრა, ჯერ ტიკ-ტოკერს დანა ჩაარტყა, შემდეგ კი მოხუც მამას თოფიდან ესროლა.

“პირველების“ ინფორმაციით, ვალტერ როგავა, ტიკტოკერს თავს მეორედ დაესხა. რამდენიმე თვის წინ დანაშაულში მხილებული კაცი ცნობილ ინფლუენსერს სახლში ძმასთან ერთად შეუვარდა და ქალს ფულს სთხოვდა, ზამირ როგავამ პოლიციაში განცხადება შეიტანა, თუმცა ვალტერ როგავამ გაქცევა მოახერხა და მიმალვაში იყო.