loader

"ორი დღის წინ რაც გავიგე, იყო ბოლო წვეთი" - რას ამბობს დავით ოქიტაშვილი მისი სკანდალური პოსტის შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ორი დღის წინ რაც გავიგე, იყო ბოლო წვეთი" - რას ამბობს დავით ოქიტაშვილი მისი სკანდალური პოსტის შემდეგ?

ასეთი უმსგავსო კულტურის მინისტრი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს - ამ ქალმა მთელი „ქართული ოცნების“ გუნდი გასვარა და „ქართულ ოცნებას“ უღალატა თავის მდინარაძესთან ერთად! მისი მფარველი მდინარაძე იყო - არავის არაფერი შერჩენია და არც ამ ქალსა და მის მფარველს არ უნდა შერჩეს, - ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“, „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა გააკეთა.

ოქიტაშვილმა მის მიერ 14 ოქტომბერს გამოქვეყნებულ „ფეისბუქ-პოსტის“ თაობაზე, სადაც ის პროკურატურას მიმართავს და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების შესწავლისკენ მოუწოდებს, აღნიშნა, რომ პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ელოდება.

ოქიტაშვილის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, „სად წაიღო ამ ქალბატონმა ეს თანხები“.