loader

“პირს აღე­ბი­ნებ­დნენ გო­გო­ებს და აფურ­თხებ­დნენ და­ჭე­რის მან­ქა­ნებ­ში“ - რა თქვა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“პირს აღე­ბი­ნებ­დნენ გო­გო­ებს და აფურ­თხებ­დნენ და­ჭე­რის მან­ქა­ნებ­ში“ - რა თქვა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე?

“მივ­მარ­თავ გი­ორ­გი და­ვი­თა­ძის მა­მას, ვიცი რა­საც დარ­დობს იმი­ტომ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ვართ, კა­ცე­ბი ვართ - მთე­ლი ბი­ჭო­ბა დგას გი­ორ­გი და­ვი­თა­ძის მის გვერ­დზე. კო­ბა­ხი­ძე და კა­ლა­ძე აგ­დე­ბით რომ ლა­პა­რა­კობ­დნენ, მა­გათ რომ და­ი­ჭე­რენ და ცი­ხე­ში ჩას­ხდე­ბი­ან, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც კი ზურგს შე­აქ­ცე­ვენ და გი­ორ­გი და­ვი­თა­ძეს გვერ­დზე და­უდ­გა ციხე. ირა­ნის ელჩთან და რუ­სეთ­თან წა­კუ­ზუ­ლი კო­ბა­ხი­ძე და კა­ლა­ძე, სხვის ღირ­სე­ბა­ზე ეს ტუ­ტუ­ცე­ბი ნუ ლა­პა­რა­კო­ბენ“, - ამის შე­სა­ხებ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ­მა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

ელი­საშ­ვი­ლის თქმით, ცი­ხე­ში პა­ტიმ­რებ­მა გი­ორ­გი და­ვი­თა­ძეს თა­ნად­გო­მა გა­მო­უ­ცხა­დეს.

მა­ნამ­დე კი მან ისა­უბ­რა მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე და აღ­ნიშ­ნა, ოჯახ­თან და გარე სამ­ყა­როს­თან კო­მუ­ნი­კა­ცია აკ­რძა­ლუ­ლი აქვს,“ეგო­ნათ, რომ მნა­ხავ­დნენ მუხ­ლებ­ზე დამ­დგარს, და­ვი­წყებ­დი მათ­თან ხვეწ­ნას და მუ­და­რას, შე­წყა­ლე­ბის და საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბე­ბის თხოვ­ნას და ასეთ უმ­სგავ­სო­ბებს, მაგ­რამ მა­გათ მი­სა­მარ­თი შე­ე­შა­ლათ, ყვე­ლა თა­ვის­ნა­ი­რი ჰგო­ნი­ათ, თა­ვი­ან­თი სა­ზო­მე­ბით ზო­მა­ვენ ყვე­ლას.

პარ­ტი­ის წევ­რე­ბი და ლი­დე­რე­ბი ძმა­კა­ცებს იჭე­რენ, მერე აბუ­ჩად ერ­თმა­ნეთს იგ­დე­ბენ, ერ­თმა­ნეთ­ზე რას ლა­პა­რა­კო­ბენ, ცი­ხე­ში არი­ან და ერ­თმა­ნეთს აბე­ზღე­ბენ. ჯერ ხომ, ჯა­რის­კაცს ლუკ­მას ჰპა­რავ­დნენ,მა­გას კად­რუ­ლობ­დნენ, ისე­თი მექ­რთა­მე­ე­ბი არი­ან. ახლა ერ­თმა­ნეთს ხელს ადე­ბენ, ერ­თმა­ნეთ­ზე “და­ნო­სებს“ წე­რენ ოღონდ ცი­ხი­დან გა­მო­აღ­წი­ონ, კუ­რორ­ტი­ვით ცი­ხე­ში სხე­დან იმ მე­თორ­მე­ტე­ში. ოღონდ, იქი­დან გა­მო­აღ­წი­ონ და რას არ კად­რუ­ლო­ბენ. ყვე­ლა მა­გათ­ნა­ი­რი ჰგო­ნი­ათ. ძა­ლი­ან შე­ე­შა­ლათ“- გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ორ სა­კი­თხზე დარ­დობს, ერთი არის ის,რომ ცე­ცხლი უნდა წა­ე­კი­დე­ბი­ნა უსა­მარ­თლო­ბის­თვის და ხალ­ხის აბუ­ჩად აგ­დე­ბის­თვის.

“სა­კუ­თა­რი ხალ­ხის ცე­მის­თვის. პირს აღე­ბი­ნებ­დნენ გო­გო­ებს და აფურ­თხებ­დნენ და­ჭე­რის მან­ქა­ნებ­ში, აი, ამის­თვის მინ­დო­და ცე­ცხლის წა­კი­დე­ბა და შე­ფურ­თხე­ბა. ევ­რო­პა რომ უნდა გა­ე­ო­ცე­ბი­ნათ დე­მოკ­რა­ტი­ით, გვპირ­დე­ბოდ­ნენ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე ისე იზ­რუ­ნებ­დნენ, რომ გა­გიჟ­დე­ბოდ­ნენ და ამ დროს, წა­მე­ბა­ში რომ ხალ­ხს სული ამო­ხა­დეს. აი, ამის­თვის მინ­დო­და ცე­ცხლის წა­კი­დე­ბა. მე­ო­რე, რა­საც ვნა­ნობ, არის ის, რომ იმ სამ პირს ასე იო­ლად ვერ უნდა და­ვე­ჭი­რე, მი­თუ­მე­ტეს ია­რა­ღი მქონ­და. არ გა­მივ­ლია გულ­შიც კი, რომ ია­რა­ღი მათ წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. მე­გო­ნა,რომ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მო­ვი­გე­რი­ებ­დი მათ, მაგ­რამ ზედ­მე­ტი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა ცხოვ­რე­ბა­ში არ ვარ­გაო, ნათ­ქვა­მია და სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოვ­ცა­დე“- გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მისი თქმით, პა­ტიმ­რებ­მა მსჯავ­რდე­ბულ გი­ორ­გი და­ვი­თა­ძეს, მის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ნად­გო­მა გა­მო­უ­ცხა­დეს.

“2 ოქ­ტომ­ბერს ისე­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და პრო­ტეს­ტი გვქონ­და, მი­მი­ქა­რავს მა­ნამ­დე პრო­ტეს­ტი. და­ვა­ზან­ზა­რეთ ის ციხე, ქუხ­და და ინ­გრე­ო­და იქა­უ­რო­ბა. ილე­წე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი. აი,ეს იყო ნამ­დვი­ლი ბუნ­ტი იმი­ტომ, რომ ჩვენ გვერ­დზე და­ვუ­დე­ქით და­ჩაგ­რულ ბიჭს. მუტ­რუკ­მა სა­დის­ტებ­მა შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს გი­ორ­გი და­ვი­თა­ძეს, ვაჟ­კაც ბიჭს. მთე­ლი ციხე გვერ­დზე და­უდ­გა და გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ ძა­ლა­დო­ბა. ასე­თიო სო­ლი­და­რო­ბა, თავ­გან­წირ­ვა არ­სად მი­ნა­ხავს. ყვე­ლამ იცო­და, რა ელო­და, მაგ­რამ არა­ვის უკან არ და­უ­ხე­ვია. იმ ბი­ჭებ­მა, ვინც და­ლე­წეს ძვლებ­ში და წა­იყ­ვა­ნეს, იცოდ­ნენ რა ელო­დათ, მაგ­რამ არა­ვის უკან არ და­უ­ხე­ვია. კრი­მი­ნა­ლე­ბი არი­ან, კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ ვაჟ­კა­ცი ბი­ჭე­ბი არი­ან. და­ახ­ლო­ე­ბით 20-მდე ბიჭი ან შე­იძ­ლე­ბა მეტი გა­იყ­ვა­ნეს ცი­ხი­დან მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში. მერე და­რე­კეს და თქვეს, რომ გა­ან­გრი­ეს ცე­მა­ში. ჩემი დე­რეფ­ნი­დან არა­ერ­თი გა­იყ­ვა­ნეს. ცი­ხე­ში ვი­თა­რე­ბა მაგ კად­რებ­მა აა­ფეთ­ქა. ჩემს გარ­და დე­ეს­კა­ლა­ცია ყვე­ლას აქვს გავ­ლი­ლი...ეს არა­ნა­ი­რი შე­მოწ­მე­ბა არ იყო, ეს იყო და­გეგ­მი­ლი სა­დამ­სჯე­ლო სპე­ცო­პე­რა­ცია“-გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მისი თქმით, პა­ტიმ­რე­ბის პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია ამ ამ­ბავ­თან და­კავ­ში­რე­ბით პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის “ცი­ნი­კუ­რი სა­ხით“ გა­მოს­ვლამ და ბად­რა­გე­ბი­სად­მი მად­ლო­ბის გა­დახ­დამ

“სი­ტყვის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო შუ­შე­ბის ლეწ­ვა და დე­დის გი­ნე­ბა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რის უფ­რო­სი­სა და ცი­ხის დი­რექ­ტო­რის. მე­გო­ნა, რომ ჩა­მო­იშ­ლე­ბო­და ციხე, ისე­თი ამ­ბა­ვი იყო“ , - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მისი თქმით, პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა თქვა, რომ ცი­ხე­ებ­ში არა­ფე­რი ხდე­ბო­და, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად იტყუ­ე­ბა. პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი იტყუ­ე­ბა.

“ჩემ კორ­პუს­ში დღემ­დე არის და­ლუ­ქუ­ლი სა­კა­ნი იმი­ტომ,რომ პა­ტი­მარ­მა ჩა­ლე­წა შუ­შე­ბი და შუ­შის ნამ­სხვრე­ვე­ბით გა­და­იჭ­რა ვე­ნე­ბი და მი­ი­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი... ანა­ლო­გი­უ­რად და­ლუ­ქუ­ლია ზედა დე­რე­ფან­შიც, რად­გან ბიჭ­მა და­რე­კა და და­ა­დას­ტუ­რა, ვე­ნე­ბი გა­და­ვი­ჭე­რიო და ასე­თი ტყუ­ი­ლე­ბის თქმა შე­იძ­ლე­ბა? ადა­მი­ა­ნე­ბის ბედი აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი. 14 000 ადა­მი­ა­ნი ჰყავთ გა­მომ­წყვდე­უ­ლი. მთე­ლი რამე გაჰ­ყავ­დათ პა­ტიმ­რე­ბი. 9 პა­ტიმ­რის სა­ხე­ლი და გვა­რი ვიცი, ვინც გა­იყ­ვა­ნეს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რამ, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად მოხ­ვდე­ბათ ცხვირ­ში...მინ­და გი­თხრათ, ბოლო 2-3 დღეა სულ ფე­ხის წვე­რებ­ზე და­ცუნ­ცუ­ლებს ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ვი­საც მა­ნამ­დე ებუ­ზღუ­ნე­ბოდ­ნენ და რა­ღა­ცა­ზე უარს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ახლა ყვე­ლას თავს ევ­ლე­ბი­ან. ძა­ლი­ან კარ­გი,ა სე უნდა იყოს. არ მინ­და, რომ “ნა­ბან წყალს ბავ­შვი გა­და­ვა­ყო­ლო“. იმ რამ­დე­ნი­მე არა­კა­ცის, არამ­ზა­დას, მათ შო­რის არა­ბი­ო­ვია, თუ ვი­ღაც ვი­გინ­და­რა, არ შე­იძ­ლე­ბა მათ გამო ყვე­ლა ბად­რაგს ჩირ­ქი მო­ე­ცხოს“- გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მან მი­მარ­თა კონ­კრე­ტუ­ლად, გი­ორ­გი და­ვი­თა­ძის მა­მას და თა­ნად­გო­მა გა­მო­უ­ცხა­და.

“კა­ცია და ვიცი, უფრო მე­ტად გა­ნიც­დის, რა­საც დარ­დობს იმი­ტომ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ვართ, კა­ცე­ბი ვართ - გი­ორ­გი და­ვი­თა­ძის გვერ­დზე დგას ყვე­ლა ღირ­სე­უ­ლი პა­ტი­მა­რი ცი­ხე­ში. ცი­ხუ­რი ტერ­მი­ნი რომ ვთქვა, მთე­ლი ბი­ჭო­ბა დგას მის გვერ­დზე, მთე­ლი ბი­ჭო­ბა. ამი­ტომ დარ­დი ნუ ექ­ნე­ბა, რომ მას­ზე ვი­ღა­ცა რა­ღა­ცას სხვა­ნა­ი­რად იტყვის. კო­ბა­ხი­ძე და კა­ლა­ძე ასე აგ­დე­ბით რომ ლა­პა­რა­კობ­დნენ, მა­გათ ხომ და­ი­ჭე­რენ და ცი­ხე­ში რომ ჩაჯ­დე­ბი­ან, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც კი ზურგს შე­აქ­ცე­ვენ და გი­ორ­გი და­ვი­თა­ძეს გვერ­დზე და­უდ­გა ციხე. ირა­ნის ელჩთან და რუ­სეთ­თან წა­კუ­ზუ­ლი კო­ბა­ხი­ძე და კა­ლა­ძე, სხვის ღირ­სე­ბა­ზე ეს ტუ­ტუ­ცე­ბი ნუ ლა­პა­რა­კო­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.