loader

"ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, შუაღამისას, კორპუსის თავმჯდომარე მირეკავს..." - რას წერს სოფო დარბაიძე მას შემდეგ, რაც სამგორიდან საგანგაშო კადრები გაავრცელა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, შუაღამისას, კორპუსის თავმჯდომარე მირეკავს..." - რას წერს სოფო დარბაიძე მას შემდეგ, რაც სამგორიდან საგანგაშო კადრები გაავრცელა?

გუშინ, სამგორიდან მოქალაქე სოფო დარბაიძემ საგანგაშო კადრები გაავრცელა, რომლებშიც ჩანს, როგორ ცვივა კორპუსიდან ფილები.

მოგვიანებით სოფო დარბაიძემ დაწერა, რომ ფაქტის გასაჯაროების გამო, კორპუსის თავმჯდომარემ სამეზობლოს "ჩატიდან" წაშალა.

"შუაღამისას იმ კორპუსის თავმჯდომარე მირეკავს, რომლის ვიდეოც გამოვაქვეყნე - ფასადის ფილები რომ ცვივა და გამვლელებს საფრთხეს უქმნის.

მირეკავს და პრეტენზიებს მიყენებს: რატომ გავასაჯაროე ფაქტი და სამეზობლო ჩატს გარეთ რატომ გავიტანე.

ნაცვლად იმისა, მადლობა ეთქვათ და კორპუსის უსაფრთხოების შემოწმებაზე ეზრუნათ, საქმის გარჩევა დაიწყეს.

ადამიანს 20 წუთი ვუხსნიდი რომ შუაღამისას ჩემი ოჯახის შეწუხების უფლება არ ჰქონდა და ელემენტარული ეთიკა მაინც დაეცვა საუბრისას.

ბოლოს, როცა მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა, გავუთიშე.

შედეგი?

სამეზობლო ჩატში "უზრდელებად" შეგვრაცხეს და ჯგუფიდან წაგვშალეს.

როცა ადამიანებს საკუთარი უსაფრთხოება და უკეთეს გარემოში ცხოვრება თავად არ ადარდებთ, ძალით ვერაფერს შეცვლი" - წერს სოფო დარბაიძე.

ასევე იხილეთ: სამგორიდან საგანგაშო კადრები ვრცელდება, რომლებიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა