loader

საქართველოში დღემდე არსებობს "შავი ჭირის" ორი ბუნებრივი კერა: სად "ცოცხლობს“ შავი ჭირი საქართველოში და როგორ შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს? - ეპიდემიოლოგის განმარტება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში დღემდე არსებობს "შავი ჭირის" ორი ბუნებრივი კერა: სად "ცოცხლობს“ შავი ჭირი საქართველოში და როგორ შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს? - ეპიდემიოლოგის განმარტება

რუ­სეთ­ში, ირ­კუტსკის ოლ­ქში, შავი ჭი­რის ფილ­ტვის­მი­ე­რი ფორ­მის სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ და­ა­ვა­დე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი კვლავ გა­ა­ჩი­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის­თვის შავი ჭირი აღარ არის ის „შავი სიკ­ვდი­ლი“, რო­მელ­მაც შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რია - Yersinia pestis - ბუ­ნე­ბა­ში დღე­საც ცირ­კუ­ლი­რებს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შავი ჭი­რის ბუ­ნებ­რი­ვი კე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც არ­სე­ბობს. ქვე­ყა­ნა­ში ორი ასე­თი კე­რაა, სა­დაც გა­მომ­წვე­ვი მღრღნე­ლე­ბი­სა და მათი პა­რა­ზი­ტე­ბის პო­პუ­ლა­ცი­ებ­ში შე­იძ­ლე­ბა შე­ნარ­ჩუნ­დეს. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ და­ა­ვა­დე­ბის გაქ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მისი ბუ­ნებ­რი­ვი რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბი კვლავ არ­სე­ბობს და სა­ჭი­რო­ებს მუდ­მივ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას.

სად მდე­ბა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლო­ში შავი ჭი­რის ბუ­ნებ­რი­ვი კე­რე­ბი, რო­მე­ლი მათ­გა­ნია უფრო აქ­ტი­უ­რი, რო­გორ გა­და­დის ინ­ფექ­ცია ადა­მი­ან­ზე, რა სიმპტო­მებ­ზე უნდა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა და რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი - ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე ეპი­დე­მი­ო­ლოგ ეკა რუ­ხა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ

- ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, ბო­ლოს რო­დის და­ფიქ­სირ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში შავი ჭი­რით ადა­მი­ა­ნის და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა და რა ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და ის?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის შავი ჭი­რით და­ა­ვა­დე­ბის ბოლო შემ­თხვე­ვად 1921 წელი ით­ვლე­ბა. ეს ინ­ფორ­მა­ცია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც აქვთ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებ­ში. 1921 წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გა­დად მძი­მე ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და იმ პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში შავი ჭი­რის შემ­თხვე­ვე­ბიც ფიქ­სირ­დე­ბო­და. თუმ­ცა ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი იმ პე­რი­ო­დის­თვის არას­რუ­ლია, ამი­ტომ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვის ზუს­ტი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ჯაჭ­ვის სრუ­ლად აღ­დგე­ნა (რა ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მა და გავ­რცე­ლე­ბა) დღე­ის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლია. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ შავი ჭი­რით ადა­მი­ა­ნის და­ა­ვა­დე­ბის ბოლო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1921 წლის ეპი­დე­მი­ურ პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა...

შემდგომ პერიოდში საქართველოში ადამიანებში შავი ჭირის შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გამომწვევი ბუნებიდან გაქრა. პირიქით - Yersinia pestis დღემდე შენარჩუნებულია ბუნებრივ კერებში, სადაც ის მღრღნელებისა და რწყილების ეკოსისტემაში ცირკულირებს.

- საქართველოში დღემდე არსებობს შავი ჭირის ორი ბუნებრივი კერა. სად მდებარეობს ისინი და რომელ მათგანშია უფრო აქტიური ცირკულაცია?

- საქართველოში შავი ჭირის ორი ბუნებრივი კერაა. პირველი - ვაკე-მთისწინა, ანუ სამხრეთ-აღმოსავლეთის კერა. იგი მოიცავს დედოფლისწყაროსა და გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიებს და დაკავშირებულია აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრადუდაბნო ზონებთან, მათ შორის იორისა და ალაზნის აუზის ლანდშაფტებთან. NCDC-ის მასალებში ამ კერის შემადგენლობაში ასევე მოხსენიებულია სიღნაღისა და სხვა მიმდებარე ტერიტორიები.წა­ი­კი­თხეთ ვრცლად>>>>