loader

"როგორ შეძელი ლაშა ამ შეხვედრების მოგება ცალი ფეხით?" - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორ შეძელი ლაშა ამ შეხვედრების მოგება ცალი ფეხით?" - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში, საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში იტალია 4:1 დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები მძიმეწონოსანმა ირაკლი დემეტრაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), გიორგი ლოლაძემ (73 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვეს.

სამწუხაროდ, მეოთხედფინალში უზბეკეთის ნაკრებთან 3:4 დავმარცხდით, რეპეშაჟში კი საფრანგეთის ნაკრები 4:3 დავამარცხეთ. ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), ლაშა ბექაურმა (90 კგ, ორჯერ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (100+ კგ) მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ბექაური ტრავმირებული იყო, ოლიმპიადის 2-გზის გამარჯვებულმა ნატკენი ფეხით ფრანგი ძიუდოისტი გადამწყვეტ ბრძოლაშიც დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს გაამარჯვებინა. განაგრძეთ კითხვა>>>

ვიდეო: La Gazzetta Georgia