"იქნებ, იმ ფრაზამ გაგაღიზიანათ, რომელიც წამყვანს ვუთხარი, რომ ეს შენთვის ჩინურია-მეთქი - შეიძლება, ეს თქვენთვის მართლაც ცუდი მოსასმენი იყო, მაგრამ..." - რას ამბობს გიორგი გველესიანი მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე?
"მე მესმის, ეს ჩვეულებრივი რამეა, მაგრამ კონკრეტულად მაინტერესებს, პრობლემა რაშია. მე თქვენთვის არც "აკაცუკი" დამიძახებია, არც უსამშობლოს გეძახით და მეტსაც გეტყვით, ამ ყველაფრის გამო, მე არც ჩივილს ვაპირებ და არც არავის დაჯარიმება მსურს, იმიტომ რომ მგონია, დაჯარიმებით ადამიანი არ გამოიცვლება.
უბრალოდ, მიზეზი მინდა გავიგო, რამ გამოიწვია თქვენში ასეთი სიძულვილი. იქნებ იმ ფრაზამ გაგაღიზიანათ, რომელიც წამყვანს ვუთხარი, რომ ეს შენთვის ჩინურია-მეთქი. შეიძლება ეს თქვენთვის მართლაც ცუდი მოსასმენი იყო, მაგრამ რატომ არ უშვებთ იმ ვარიანტს, რომ მე და საბას გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ მე შეიძლება მქონდეს იმის უფლება, რომ მას ასე ვუთხრა. იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყო, რომ ეს ამას არც წყენად მიიღებს და არც ქედმაღლურად. ბოლო-ბოლო, ასე რომც მიიღო, ვიდეო მის ხელში იყო და შეეძლო ეს ყველაფერი ამოეჭრა, მაგრამ რადგან არ ამოჭრა, მე მივიჩნევ, რომ ეს მას წყენად არ მიუღია. ყოველი შემთხვევისთვის, ეს ჩვენი გასარკვევია და არა თქვენი" - საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, გიორგი გველესიანი მისი ინტერვიუს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.
სრული ვიდეო იხილეთ ბმულზე>>>