loader

ვინ არის მილიარდერი, რომელმაც ტრამპი დაჩრდილა და სოც ქსელების ყველაზე განხილვად ადამიანად იქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის მილიარდერი, რომელმაც ტრამპი დაჩრდილა და სოც ქსელების ყველაზე განხილვად ადამიანად იქცა

Dell Technologies-ის დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, მა­იკლ დე­ლის მე­უღ­ლე სუ­ზან დელი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. ყო­ფი­ლი ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნე­რი, რო­მელ­მაც ქმარ­თან ერ­თად 6.25 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტი წა­მო­ი­წყო, თით­ქმის სამი ათწლე­უ­ლია, რაც გლო­ბა­ლურ მე­დი­ა­ში თა­ვის ად­გილს იმ­კვიდ­რებს.

2025 წლის დე­კემ­ბრი­დან მი­ლი­არ­დე­რი ფი­ლან­თრო­პე­ბი, მა­იკლ და სუ­ზან დე­ლე­ბი ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იმ­ყო­ფე­ბი­ან. წყვილ­მა 6.25 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­მო­ყო “Trump Accounts“-ის პრო­ექ­ტის­თვის, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის სკან­და­ლუ­რი “One Big Beautiful Bill Act“-ის ნა­წი­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­წი­რუ­ლო­ბა და­ა­ფი­ნან­სებს სა­ინ­ვეს­ტი­ციო ან­გა­რი­შებს სულ მცი­რე 25 მი­ლი­ო­ნი ამე­რი­კე­ლი ბავ­შვის­თვის.

გარ­და ამი­სა, 2026 წლის და­სა­წყის­ში ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კომ­პა­ნია Dell-თან 9.7 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­რი­გე­ბა გა­ა­ფორ­მა აშშ-ის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის­თვის პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­წო­დე­ბა­ზე. 62 წლის სუ­ზან დელ­მა, რო­მელ­მაც ქმარ­თან ერ­თად 2026 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს თეთრ სახ­ლში მო­რი­გი ვი­ზი­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ას­პა­რეზ­ზე კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. განაგრძეთ კითხვა