loader

"მე­რაბ მა­ლა­ნი­ა­ზე სა­ში­ში პი­როვ­ნე­ბა მე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მე­გუ­ლე­ბა" - რა თქვა ეკა კუპატაძემ სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე­რაბ მა­ლა­ნი­ა­ზე სა­ში­ში პი­როვ­ნე­ბა მე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მე­გუ­ლე­ბა" - რა თქვა ეკა კუპატაძემ სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ?

“და­ი­მახ­სოვ­რეთ, მე­რაბ მა­ლა­ნია და მისი ოჯა­ხი, ჩემ­თვის ნაც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, ყვე­ლა­ზე სა­ში­შე­ბი არი­ან. მე­რაბ მა­ლა­ნი­ა­ზე სა­ში­ში პი­როვ­ნე­ბა მე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მე­გუ­ლე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დამ, ეკა კუ­პა­ტა­ძემ სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ეკა კუ­პა­ტა­ძის თქმით, გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას ად­ვო­კა­ტი და­ჟი­ნე­ბით ამ­ტკი­ცებ­და, რომ მა­ლა­ნი­ას ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის­თვის არც ერთხელ არ და­უ­რე­კავს, თუმ­ცა ეს ბრალს არ ცვლის, რად­გან გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას გა­მო­ძი­ე­ბა ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბას ედა­ვე­ბა და არა მა­ლა­ნი­ას­თან და­რეკ­ვას.

“გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას ად­ვო­კა­ტი და­ჟი­ნე­ბით ამ­ტკი­ცებ­და ერთ კონ­კრე­ტულ ფაქტს, რომ არც ერთხელ არ და­უ­რე­კავს გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის­თვის. მე არ ვიცი, სად წა­ი­კი­თხა ლაშა ცუც­ქი­რი­ძემ, რომ ვინ­მე აბ­რა­ლებს გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას იმას, რომ შენ ურე­კავ­დი ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს. ჩვენ ეს არ გვით­ქვამს არ­სად, ვგუ­ლის­ხმობ პრო­კუ­რა­ტუ­რა­საც. გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას ბრა­ლად ედე­ბა დახ­მა­რე­ბა ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის­თვის. ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს როცა სჭირ­დე­ბო­და დახ­მა­რე­ბა გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას­გან, მა­შინ ურე­კავ­და. ჩვენ არ ვამ­ბობთ, რომ გი­ორ­გი მა­ლა­ნია ად­გილ­ზე იყო თავ­დას­ხმის დროს, გი­ორ­გი მა­ლა­ნია თავს არ დას­ხმია გი­გას, გი­ორ­გი მა­ლა­ნია ეხ­მა­რე­ბო­და ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს ამ და­ნა­შა­უ­ლის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა­ში. რა სა­ხი­თაც სჭირ­დე­ბო­და ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს დახ­მა­რე­ბა, იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებ­და გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას­გან. ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილ­მა გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას­გან ბევ­რი ისეთ რამ იცო­და, რა­საც ვერ მი­ა­წო­დებ­და ნია იმ­ნა­ძე და სხვა სა­ერ­თო ნაც­ნო­ბი მას გიგა ავა­ლი­ან­თან არ ჰყავ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რაც სჭირ­დე­ბო­და ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს, მი­ა­წო­და გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ამ. ჩვენ გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას ვე­და­ვე­ბით ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბას და არა პი­რი­ქით ასე, რომ ზა­რის ავ­ტო­რი ყო­ველ­თვის თუ არა, უფრო ხში­რად იქ­ნე­ბო­და ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ეკა კუ­პა­ტა­ძემ.

“ბრალ­დე­ბის მხა­რემ დღეს ჩემი შვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ვერ­ცერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვერ წარ­მო­ად­გი­ნა, “- ამის შე­სა­ხებ გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას მა­მამ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ მე­რაბ მა­ლა­ნი­ამ სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, თუ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას მას­თან საქ­მის გარ­შე­მო რა­ი­მე კი­თხვე­ბი გა­უჩ­ნდე­ბა, მზად არის, ნე­ბის­მი­ერ დროს ამ კი­თხვებს უპა­სუ­ხოს.

“დღეს და­ი­კი­თხნენ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი, ვინც ამ საქ­მეს უძღვე­ბოდ­ნენ. მათ და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ვერ­ცერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვერ მო­ი­პო­ვეს ჩემი შვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ ის რა­ი­მე სა­ხით ეხ­მა­რე­ბო­და ან შეხ­ვედ­რია რო­დის­მე დამ­ნა­შა­ვე­ებს და ა.შ. გარ­და ამი­სა, დღეს ექ­სპერ­ტიც იყო, რო­მელ­მაც ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რა ის, რა­საც ამ­დე­ნი ხა­ნია ვამ­ბობთ ჩვენ, რომ არ­ცერ­თი ვი­დეო ზარი არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა გა­ბაშ­ვილ­სა და ჩემს შვილს შო­რის.

ვერ­ცერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვერ წარ­მო­ად­გი­ნეს რე­ა­ლუ­რად.

გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დე­ბი და იყო სა­უ­ბა­რი, რომ შე­ეძ­ლო მი­ე­წო­დე­ბი­ნა რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია [გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის­თვის]. რა ინ­ფორ­მა­ცია ან რა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია? ასე თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ბევ­რი რამ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ გა­აჩ­ნი­ათ და ამას დღეს წერ­ტი­ლი და­ეს­ვა.

თუ რო­მე­ლი­მე სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას ჩემ­თან შე­კი­თხვე­ბი ექ­ნე­ბა, ნე­ბის­მი­ერ დროს მზად ვარ, რომ ვუ­პა­სუ­ხო”, - გა­ნა­ცხა­და მე­რაბ მა­ლა­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას გიგა ავა­ლი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის ჯგუ­ფუ­რად, გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას ედა­ვე­ბი­ან. მას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25, 117-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ლ“ ქვე­პუნ­ქტით აქვს წარ­დგე­ნი­ლი.