"ეგეთი შვილი ძალიან მძიმე რამეა" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძისა და მისი შვილის განცხადებების შესახებ?
ასეთი შვილი ძალიან მძიმე რამეა, სხვა კომენტარი რა გავაკეთო არც კი ვიცი, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის განცხადებას, რომ „სხვა პატიმრების გათავისუფლების შემდეგ იქნება მსჯელობა იმაზე, პაატა ბურჭულაძე უფრო ფასეულია ციხეში თუ თავისუფლებაზე“.
ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა თავად პაატა ბურჭულაძის პოზიციასაც, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა.