"პრემიერის გადაწყვეტილება იყო ძალიან უჩვეულო...ეს ცვლილება თუ მოხდება ახალი იმედებით შევხვდები" - ვალერი ჩეჩელაშვილი
არანაირი პერსპექტივა, რომ ჩვენ ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ფაზაში შევიდეთ, არ არის და ეს რეზოლუციაც ამის მორიგი სერიოზული დამდასტურებელი ფაქტია - უკვე კარგად ჩანს, რომ ამ მთავრობის პირობებში ურთიერთობებს ევროკავშირთან ამ მძიმე ფაზიდან ვერ გამოვიყვანთ. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ღიად უთხრას ეს საზოგადოებას - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში გამართული დებატები შეაფასა და გამოეხმაურა რეზოლუციას, რომლის კენჭისყრა დღესაა დაგეგმილი.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირსა და მის ინსტიტუტებთან კომუნიკაციის არხებიც კი აღარ გააჩნია.
ვალერი ჩეჩელაშვილმა გადაცემაში სტუმრობისას, მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვრცელი გამოსვლაც შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ეთანხმება აზრს, რომ ეს გამოსვლა მმართველ გუნდში ცვლილებების მომასწავებელია.