loader

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა - რა დეტალები ხდება ცნობილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქვეითი, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.