"სიმართლე უნდა ითქვას!" - როგორ ეხმაურება პაატა ბურჭულაძის შვილი 4 ოქტომბრის საქმის ფიგურანტების მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით პროკურატურისთვის მიმართვას?
"ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი! სიმართლე უნდა ითქვას!" - პაატა ბურჭულაძის შვილი შუქრი ბურჭულაძე 4 ოქტომბრის საქმის ფიგურანტების მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით პროკურატურისთვის მიმართვას ეხმაურება.
მისი თქმით, რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი.
"ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი! სიმართლე უნდა ითქვას! პატიმარი, რომელიც ქართული რეჟიმის აღვირახსნილობას სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა, გარდაიქმნა გმირად, ხოლო რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი. ვფიქრობ, ეს "გადაწყვეტილება" ციხის სკანდალის გადაფარვის მცდელობისთვის არის მიღებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“, - წერს შუქრი ბურჭულაძე.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა - მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ და ირაკლი ჩხვირკიამ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს.