loader

“არ ვიცით 100%-ით ზედოზირების მიზეზები; არ გვაქვს შავი ბაზ­რის კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი“ - ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სისტემაში არსებულ ხარვეზებს ასახელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“არ ვიცით 100%-ით ზედოზირების მიზეზები; არ გვაქვს შავი ბაზ­რის კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი“ - ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სისტემაში არსებულ ხარვეზებს ასახელებს

“ნე­ბის­მი­ე­რი ჩემი პოს­ტი ან სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა ეფუძ­ნე­ბა ან ფაქ­ტებს, ან ღია წყა­რო­ებ­ში არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. არა­სო­დეს ვცდი­ლობ სი­ტუ­ა­ცი­ის დამ­ძი­მე­ბას ან გა­ლა­მა­ზე­ბას — ვსა­უბ­რობ იმა­ზე, რაც რე­ა­ლუ­რად ხდე­ბა,“ - ამის შე­სა­ხებ ექი­მი-ნარ­კო­ლო­გი და პარ­ტია "ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის" წევ­რი ზურა სი­ხა­რუ­ლი­ძე წერს.

მისი თქმით, თუ სა­ხელ­მწი­ფო­ში არ არ­სე­ბობს მო­ნა­ცე­მე­ბი, ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მა, შავი ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გი და შე­სა­ბა­მი­სი კლი­ნი­კუ­რი პრო­ტო­კო­ლე­ბი - ეს უკვე მხო­ლოდ ექი­მის ან ექ­სპერ­ტის პრობ­ლე­მა აღარ არის.

“ამის სა­ფუძ­ვე­ლი მაქვს რო­გორც პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ასე­ვე ღია წყა­რო­ებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სხვა სან­დო წყა­რო­ე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს.

დღეს ჩვენ:

1. არ ვი­ცით 100%-ით ზე­დო­ზი­რე­ბის მი­ზე­ზე­ბი;

2. არ გვაქვს სრულ­ყო­ფი­ლი ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი და მათი და­მო­უ­კი­დებ­ლად ანა­ლი­ზის შე­საძ­ლებ­ლო­ბა;

3. არ არ­სე­ბობს ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის/პირ­ვე­ლა­დი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მა;

4. არ გვაქვს შავი ბაზ­რის კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი და მათი სის­ტე­მუ­რი ანა­ლი­ზი;

5. არ ვი­ცით, რა დი­აგ­ნო­ზით ხვდე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­და­უ­დე­ბელ გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში და რამ­დე­ნად სწო­რად ხდე­ბა ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ი­სა თუ ზე­დო­ზი­რე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა — მით უმე­ტეს, რომ კლი­ნი­კე­ბის უმე­ტე­სო­ბას შე­სა­ბა­მი­სი ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს;

6. ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი და პრო­ტო­კო­ლე­ბი ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ე­ბის მარ­თვის­თვის. ექი­მე­ბი ხში­რად მხო­ლოდ სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რად­გან სპე­ცი­ფი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ტო­კო­ლე­ბი არ არ­სე­ბობს;

7. ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მოხ­ვედ­რილ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლებ­საც ინ­ტოქ­სი­კა­ცი­უ­რი ფსი­ქო­ზი უვი­თარ­დე­ბათ, ასე­ვე ვერ უტარ­დე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ფი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა. ნარ­კო­ლო­გია, ტოქ­სი­კო­ლო­გია და ფსი­ქი­ატ­რია პრაქ­ტი­კუ­ლად გან­ცალ­კე­ვე­ბულ სის­ტე­მე­ბად არის დარ­ჩე­ნი­ლი, მა­შინ რო­დე­საც ასეთ პა­ცი­ენ­ტებს ხში­რად ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე სპე­ცი­ა­ლის­ტის ჩარ­თუ­ლო­ბა სჭირ­დე­ბათ. ფსი­ქი­ატ­რებს კი უწევთ უკი­დუ­რე­სად მძი­მე პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბა;

8. ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს ერთი ან რამ­დე­ნი­მე სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი გა­და­უ­დე­ბე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მწვა­ვე ზე­დო­ზი­რე­ბის, ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მძი­მე ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ი­სა და ინ­ტოქ­სი­კა­ცი­უ­რი ფსი­ქო­ზის პა­ცი­ენ­ტებს მი­ი­ღებს და მათ შე­სა­ბა­მის, კომ­პლექ­სურ მკურ­ნა­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ამ პი­რო­ბებ­ში ჩემი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს რო­გორც არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის, პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის, ღია წყა­რო­ე­ბი­სა და კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბა და არა რო­გორც სა­ბო­ლოო, 100%-ით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი დას­კვნა.

მე არ ვამ­ტკი­ცებ იმას, რისი და­დას­ტუ­რე­ბაც ამ ეტაპ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მაგ­რამ თუ სა­ხელ­მწი­ფო­ში არ არ­სე­ბობს მო­ნა­ცე­მე­ბი, ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მა, შავი ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინ­გი და შე­სა­ბა­მი­სი კლი­ნი­კუ­რი პრო­ტო­კო­ლე­ბი - ეს უკვე მხო­ლოდ ექი­მის ან ექ­სპერ­ტის პრობ­ლე­მა აღარ არის.

ეს არის სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა.

და თუ სა­ბო­ლო­ოდ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ მე ვცდე­ბო­დი რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ შე­ფა­სე­ბა­ში - ამას ღიად ვა­ღი­ა­რებ.

მაგ­რამ თუ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ სი­მარ­თლეს ვამ­ბობ­დი, მა­შინ უნდა დავ­სვათ მთა­ვა­რი კი­თხვა:

რა­ტომ არ გვქონ­და ეს ინ­ფორ­მა­ცია დრო­უ­ლად და რა­ტომ არ არ­სე­ბობ­და სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ამის დად­გე­ნას შეძ­ლებ­და?“ - წერს სი­ხა­რუ­ლი­ძე.