loader

4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურისთვის მიმართვას კიდევ ერთი მსჯავრდებული, ირაკლი ჩხვირკია გეგმავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურისთვის მიმართვას კიდევ ერთი მსჯავრდებული, ირაკლი ჩხვირკია გეგმავს

4 ოქ­ტომ­ბრის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის საქ­მე­ზე, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რას კი­დევ ერთი მსჯავ­რდე­ბუ­ლი, ირაკ­ლი ჩხვირ­კი­აც მი­მარ­თავს. ამის შე­სა­ხებ მსჯავ­რდე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა, ბო­რის ყუ­რუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ჯერ პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ მი­უ­მარ­თავთ, მხო­ლოდ ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რი კო­მუ­ნი­კა­ცია შედ­გა და მი­მარ­თვას აპი­რე­ბენ.“ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩემი მსჯავ­რდე­ბუ­ლის ნება არის ის, რომ გა­ფორმ­დეს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა. ჩვენ პირ­ველ ინ­სტან­ცი­ა­ში ვი­და­ვეთ და ზო­გა­დად ვხვდე­ბით, რომ მო­ცე­მუ­ლი კონ­ტექ­სტის და იმ სი­ტუ­ა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა­საც ვუ­ყუ­რებთ უკვე თით­ქმის ერთი წე­ლია, ახლა ყვე­ლა­ზე კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ის, რომ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ ბრალ­დე­ბის მხა­რეს­თან“ , - გა­ნა­ცხა­და ბო­რის ყუ­რუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, 4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას ითხო­ვენ. მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვა, ლაშა ბე­რი­ძე და გური ჟვა­ნია. პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მხო­ლოდ დაც­ვის მხა­რემ გა­ა­სა­ჩივ­რა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნის თა­ნახ­მად, ლაშა ბე­რი­ძეს - 7 წლით, მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას - 7 წლით, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს - 7 წლით, ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძეს - 7 წლით, პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს - 7 წლით, გური ჟვა­ნი­ას - 5 წლით, ნიკა გვენ­ცა­ძეს - 5 წლით, ირაკ­ლი ჩხვირ­კი­ას - 5 წლით, ირაკ­ლი შა­იშ­მე­ლაშ­ვილს - 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს და ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძეს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-222-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ა“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნათ, რაც სტრა­ტე­გი­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და ბლო­კი­რე­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს ჩა­დე­ნილს ჯგუ­ფუ­რად. მათ ასე­ვე ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­დათ სსსკ-ის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. მათ ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­დათ სსსკ-ის 317-ე მუხ­ლი­თაც, რაც გუ­ლის­ხმობს მო­წო­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით შეც­ვლის­კენ და სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის­კენ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ირაკ­ლი შა­იშ­მე­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 317-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს საქ­ვეყ­ნოდ მო­წო­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით შეც­ვლი­სა­კენ ან სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბი­სა­კენ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.ლაშა ბე­რი­ძეს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-222-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ა“ ქვე­პუნ­ქტით ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, რაც სტრა­ტე­გი­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და ბლო­კი­რე­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს ჩა­დე­ნილს ჯგუ­ფუ­რად. მას ბრალ­დე­ბა ასე­ვე წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­და სსსკ-ის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ირაკ­ლი ჩხვირ­კი­ას, ნიკა გვენ­ცა­ძეს, თორ­ნი­კე მჭედ­ლიშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-222-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ა“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა, რაც სტრა­ტე­გი­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და ბლო­კი­რე­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს ჩა­დე­ნილს ჯგუ­ფუ­რად. მას ასე­ვე ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­და სსსკ-ის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლის ზო­მად 6-დან 9-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.გური ჟვა­ნი­ას ბრალ­დე­ბა სსსკ-ის 225-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, რაც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს.

პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს ბრალ­დე­ბა სსსკ-ის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6-დან 9-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.