"სულ ტყუილად იხარჯებიან, აშკარა გაუპატიურების ფაქტზე მოსახლეობის ნაწილის თანაგრძნობის აღსაძვრელად" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
"დროა საბოლოოდ ვაღიაროთ მწარე სიმართლე. ბოლო დღეებში ოპოზიციური მედია და აქტივისტები სულ ტყუილად იხარჯებიან, აშკარა გაუპატიურების ფაქტზე მოსახლეობის ნაწილის თანაგრძნობის აღსაძვრელად. საქმე იმაშია, რომ ისევე როგორც 2012-ში მოსახლეობის ამ ნაწილს სულ ფეხებზე ეკიდათ და ჰკიდიათ სხვა ადამიანის უფლებები. მათ უბრალოდ სურდათ რუსეთზე ჩაბარება და ეს განახორციელეს კიდეც.რაც შეეხება მაშინდელ თავიდან ბოლომდე დადგმულ სპეცოპერაციას - ეს მხოლოდ "მიზეზ, მიზეზ - დოს მარილი აკლიაო" საბაბი იყო, ამ ლაჩრული საქციელის გასამართლებლად," - წერს მიხეილ სააკაშვილი.