loader

ვინ არის ელენა წერეთლისა და მისი 19 წლის ქალიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი ბიზნესმენი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ელენა წერეთლისა და მისი 19 წლის ქალიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი ბიზნესმენი

თეიმურაზ გოგიაშვილს, რომელიც ელენა წერეთლის და მისი ქალიშვილის მკვლელობისთვის დააკავეს, ბრალი წაუყენეს. გამოძიება გრძელდება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მოს­კოვ­ში 53 წლის ელე­ნა წე­რეთ­ლი­სა და მისი 19 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ­მა 47 წლის თე­ი­მუ­რაზ გო­გი­აშ­ვილ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა. ელე­ნა წე­რეთ­ლის და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი ცხე­და­რი ჟუ­ლე­ბინ­სკის ბულ­ვარ­თან მდე­ბა­რე ბი­ნა­ში იპო­ვეს, მისი ქა­ლიშ­ვი­ლის ცხე­და­რი კი - ახალ მოს­კოვ­ში, ავ­ტო­ფა­რეხ­ში, რო­მელ­საც გო­გი­აშ­ვი­ლი იყე­ნებ­და. ორი­ვე ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სა­მა­ლა­ვე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

გა­მო­ძი­ე­ბა ელე­ნა წე­რეთ­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. ქალი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რებს არ დაჰ­კავ­ში­რე­ბია და ზა­რებ­საც არ პა­სუ­ხობ­და. შეშ­ფო­თე­ბულ­მა დამ დახ­მა­რე­ბას მი­მარ­თა. 3 ოქ­ტომ­ბერს მაშ­ვე­ლებ­მა ჟუ­ლე­ბინ­სკის ბულ­ვარ­თან მდე­ბა­რე ბი­ნის კარი გახ­სნეს და შიგ­ნით ადა­მი­ა­ნის ცხედ­რის და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ნა­ში ასე­ვე იპო­ვეს სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღე­ბი და სის­ხლის მსგავ­სი ნივ­თი­ე­რე­ბის კვა­ლი. იქვე აღ­მოჩ­ნდა ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სა­მა­ლა­ვიც.

მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ელე­ნა წე­რეთ­ლი­სა და მისი ქა­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო კონ­ფლიქ­ტი ყო­ფი­ლი­ყო.

19 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის ცხე­და­რი ავ­ტო­ფა­რეხ­ში იპო­ვეს გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ახალ მოს­კოვ­ში მდე­ბა­რე ავ­ტო­ფა­რეხს მი­აკ­ვლი­ეს, რო­მელ­საც ელე­ნა წე­რეთ­ლის პარტნი­ო­რი, თე­ი­მუ­რაზ გო­გი­აშ­ვი­ლი იყე­ნებ­და. ავ­ტო­ფა­რეხ­ში გა­მომ­ძი­ებ­ლებს ელე­ნა წე­რეთ­ლის 19 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის ცხე­და­რი დახ­ვდათ. იქვე. ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის კი­დევ ერთი სა­მა­ლა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტს ამ ეტაპ­ზე არ გა­ნუ­მარ­ტავს, რო­დის და რა ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა ახალ­გაზ­რდა ქალი. გა­მო­ძი­ე­ბამ გო­გი­აშ­ვი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის დახ­მა­რე­ბით აღად­გი­ნა. მა­მა­კა­ცი ვო­რო­ნე­ჟის ოლ­ქში და­ა­კა­ვეს და მოს­კოვ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. განაგრძეთ კითხვა