loader

"დედამ ჩაუსწრო 11 წლის უნახავ შვილს" - გარდაიცვალა ქუთაისელი მუსიკოსი და DJ გიორგი დალაქიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედამ ჩაუსწრო 11 წლის უნახავ შვილს" - გარდაიცვალა ქუთაისელი მუსიკოსი და DJ გიორგი დალაქიშვილი

გარდაიცვალა ქუთაისელი მუსიკოსი და DJ გიორგი დალაქიშვილი, რომელსაც მეგობრები "პუშკინას" სახელით იცნობდნენ. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

გიორგი დალაქიშვილი, მძიმე სენს ებრძოდა.

"ქუთაისს აღარ ჰყავს გიორგი დალაქიშვილი, ემიგრანტ დედას კი მონატრებული შვილი. ვეღარ ვუშველეთ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში.

თამუნამ ჩაუსწრო 11 წლის უნახავ შვილს. ელოდა დედას, იბრძოდა ბოლო დღეები, დედას ჩაეხუტა და ანგელოზებთან გადაინაცვლა.

არც კი ვიცი როგორ მოგისამძიმრო თამუნა, დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს! უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ოქროს ბიჭს" - წერს გარდაცვლილის ახლობელი გიორგი ნიკოლაიშივლი სოციალურ ქსელში.